Facebook Twitter

№ა-4716-შ-91-2012 21 იანვარი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – 1. რ. ნ.-ის ასული ს.-ი; 2. რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე

მოწინააღმდეგე მხარეები – ც. გ.-ის ასული თ.-ი; გ. ა.-ის ძე ს.-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით რ. ნ.-ის ასული ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

გ. ა.-ის ძე ს.-ს, დაბადებულს 1976 წლის 9 ივლისს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ა.-ი, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, სიღნაღის რაიონი, რ. ნ.-ის ასული ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანის – 1999 წლის 5 აპრილს დაბადებული ლ. გ.-ს ძე ს.-ის სარჩენად, მოპასუხის გამომუშავების ან/და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე;

ც. გ.-ის ასულ თ.-ს, დაბადებულს 1982 წლის 11 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, დედოფლისწყაროს რაიონში, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, სიღნაღის რაიონი, რ. ნ.-ის ასული ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანის – 1999 წლის 5 აპრილს დაბადებული ლ. გ.-ს ძე ს.-ის სარჩენად, მოპასუხის გამომუშავების ან/და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე;

დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად, 2011 წლის 28 მარტიდან;

გ. ა.-ის ძე ს.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუსული რუბლის ოდენობით;

ც. გ.-ის ასულ თ.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუსული რუბლის ოდენობით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობებით მომართეს რ. ნ.-ის ასულმა ს.-მა და რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელმა მოსამართლემ. რ. ს.-მა მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის მოთხოვნას, იგი შუამდგომლობით მოითხოვს მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით რ. ნ.-ის ასული ს.-ისა და რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ რ. ნ.-ის ასული ს.-ისა და რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით რ. ნ.-ის ასული ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

გ. ა.-ის ძე ს.-ს, დაბადებულს 1976 წლის 9 ივლისს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ა.-ი, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, სიღნაღის რაიონი, რ. ნ.-ის ასული ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანის – 1999 წლის 5 აპრილს დაბადებული ლ. გ.-ს ძე ს.-ის სარჩენად, მოპასუხის გამომუშავების ან/და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე;

ც. გ.-ის ასულ თ.-ს, დაბადებულს 1982 წლის 11 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, დედოფლისწყაროს რაიონში, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, სიღნაღის რაიონი, რ. ნ.-ის ასული ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანის – 1999 წლის 5 აპრილს დაბადებული ლ. გ.-ს ძე ს.-ის სარჩენად, მოპასუხის გამომუშავების ან/და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე;

დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად, 2011 წლის 28 მარტიდან;

გ. ა.-ის ძე ს.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუსული რუბლის ოდენობით;

ც. გ.-ის ასულ თ.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუსული რუბლის ოდენობით.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 19 ივნისს. ამასთან, იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის ზემომითითებული გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ნ.-ის ასული ს.-ისა და რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის შუამდგომლობები რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის სვერდლოვის ოლქის ტაბორინსკის რაიონის №1 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლის 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ნ.-ის ასული ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

გ. ა.-ის ძე ს.-ს, დაბადებულს 1976 წლის 9 ივლისს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ა.-ი, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, სიღნაღის რაიონი, რ. ნ.-ის ასული ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანის – 1999 წლის 5 აპრილს დაბადებული ლ. გ.-ს ძე ს.-ის სარჩენად, მოპასუხის გამომუშავების ან/და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე;

ც. გ.-ის ასულ თ.-ს, დაბადებულს 1982 წლის 11 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, დედოფლისწყაროს რაიონში, რეგისტრირებულს მისამართზე: საქართველოს რესპუბლიკა, სიღნაღის რაიონი, რ. ნ.-ის ასული ს.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი არასრულწლოვანის – 1999 წლის 5 აპრილს დაბადებული ლ. გ.-ს ძე ს.-ის სარჩენად, მოპასუხის გამომუშავების ან/და სხვა სახის შემოსავლის ¼ ნაწილის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე;

დადგინდა, რომ დაკისრებული თანხის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად, 2011 წლის 28 მარტიდან;

გ. ა.-ის ძე ს.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუსული რუბლის ოდენობით;

ც. გ.-ის ასულ თ.-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 რუსული რუბლის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე