Facebook Twitter
saqme #as-882-830-10 11 oqtomberi, 2010 weli

საქმე №ას-1659-1556-2012 3 იანვარი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ გ. ა.-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ნ.-ე

მოპასუხე – ს. ქ.-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა.-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ს. ქ.-ესა და ზ. ნ.-ეს შორის 2012 წლის 12 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოსარჩელესა და ს. ქ.-ეს შორის 2011 წლის 11 მარტს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა და უძრავი ნივთის მდებარე ქ.თბილისში, ყ.-ის ქ.№2-ში მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა. ამასთან, გ. ა.-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ზ. ნ.-ის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ.თბილისში, ყ.-ის ქ.№2-ის მიმდებარე ტერიტორია, სარეგისტრაციო ზონა ქ.თბილისი – 01, სექტორი ვაკე - 14, კვარტალი - 14, ნაკვეთი 002/092, ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი 1641 კვ.მ. დაყადაღება. მხარემ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება არათუ გაძნელდება, არამედ შეუძლებელიც გახდება, ვინაიდან არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზ.ნ.-ე გაასხვისებს მიწის ნაკვეთს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. ნ.-ეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ზ. ნ.-ემ. საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმესთან ერთად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად გაეგზავნა სააპელაციო პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ზ. ნ.-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი განჩინება, გ. ა.-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ა.-მა შეიტანა განცხადება (საჩივარი), მოითხოვა მისი გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 დეკემბრის განჩინებით გ. ა.-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმესთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გ. ა.-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით, ხოლო 419-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უქმდება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის შეტანის გზით გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ვინაიდან ასეთ დროს ზემდგომი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და მასზე საჩივარი აღარ დაიშვება.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ა.-მა განსახილველი საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი განჩინება – გ. ა.-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განჩინება სააპელაციო პალატამ გამოიტანა როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად გ.ა.-მა განცხადება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაკმაყოფილდა და მოპასუხეს აეკრძალა სადავო ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, აღნიშნულზე საჩივარი შეიტანა ზ. ნ.-ემ. საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, საქმე განსახილველად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის თანახმად გადაეგზავნა ზემდგომ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა და შეცვალა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ა.-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: B

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა.-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ბ.ალავიძე