№ა-3425-შ-68-2012 11 თებერვალი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ს“
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ); ამავე სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილების (მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის თაობაზე) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) დაკმაყოფილდა შპს „მ. გ-ის“ შუამდგომლობა (საქმეზე EKD1276/02/09, შპს „მ. გ-ის“ სარჩელისა გამო) სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის - 1865854206.3 დრამის ფარგლებში დაყადაღებულ იქნა მოპასუხის – შპს „კ-ის“ ქონება და ფულადი სახსრები.
სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით (მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის, აგრეთვე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე) შპს „მ. გ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გამოცხადებულ იქნა შპს „კ-სა“ და მისი ქონების (უკანასკნელი ინფორმაციით მდებარე მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, პ-ის ქუჩა 40; ქ.თბილისი, დ-ის 20ა) ძებნა; ამავდროულად, დადგინდა საქართველოს კომპეტენტური სასამართლოსათვის მომართვა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებისა და სომხეთის რესპუბლიკის პროცესუალური ნორმების შესაბამისად; შეჩერდა აღნიშნული სამოქალაქო საქმის წარმოება მოპასუხისა და მისი ქონების აღმოჩენამდე.
სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით (დავალების მიღებაზე უფლებამოსილი სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ შუამდგომლობის განხილვის თაობაზე) დადგინდა, რომ საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოში აღიძრას სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზომების მიღების შესახებ შუამდგომლობა, რომელიც დაყენებულ იქნა 2009 წლის 26 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთან, დადგინდა, რომ ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის გამოცხადებას, ხოლო მიღებული ზომებისა და ინფორმაციის შესახებ ეცნობოს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვის საფუძველზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან შემოსული კომპეტენტური სასამართლოს შუამდგომლობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ:
სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) დაკმაყოფილდა შპს „მ. გ-ის“ შუამდგომლობა (საქმეზე EKD1276/02/09, შპს „მ. გ-ის“ სარჩელისა გამო) სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე; სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის - 1865854206.3 დრამის ფარგლებში დაყადაღებულ იქნა მოპასუხის – შპს „კ-ის“ ქონება და ფულადი სახსრები;
სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით (მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის, აგრეთვე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე) შპს „მ.გ-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გამოცხადებულ იქნა შპს „კ-სა“ და მისი ქონების (უკანასკნელი ინფორმაციით მდებარე მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, პ-ის ქუჩა 40; ქ.თბილისი, დ-ის 20ა) ძებნა; ამავდროულად, დადგინდა საქართველოს კომპეტენტური სასამართლოსათვის მომართვა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებისა და სომხეთის რესპუბლიკის პროცესუალური ნორმების შესაბამისად; შეჩერდა აღნიშნული სამოქალაქო საქმის წარმოება მოპასუხისა და მისი ქონების აღმოჩენამდე;
სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილებით (დავალების მიღებაზე უფლებამოსილი სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ შუამდგომლობის განხილვის თაობაზე) დადგინდა, რომ საქართველოს უფლებამოსილ სასამართლოში აღიძრას სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზომების მიღების შესახებ შუამდგომლობა, რომელიც დაყენებულ იქნა 2009 წლის 26 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ამასთან, დადგინდა, რომ ცნობილ იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის გამოცხადებას, ხოლო მიღებული ზომებისა და ინფორმაციის შესახებ ეცნობოს სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს;
სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში და ისინი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის.
უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს აწესრიგებს საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“. მითითებული კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. აღნიშნული კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. ამავე კანონის მე-2 ნაწილის თანახმად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმებში მითითებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. გარდა ამისა, ზემოხსენებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება შეესაბამება ასევე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის კონვენციისა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის „სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ“ ხელშეკრულების დებულებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) და ამავე სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილების (მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის თაობაზე) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური სასამართლოს შუამდგომლობა ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ) და ამავე სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილების (მოპასუხისა და მისი ქონების ძებნის თაობაზე) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად:
ა. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „მ.გ-ის“ შუამდგომლობა (საქმეზე EKD1276/02/09, შპს „მ. გ-ის“ სარჩელისა გამო) სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და სარჩელით გათვალისწინებული მოთხოვნის - 1865854206.3 დრამის ფარგლებში დაყადაღებულ იქნა მოპასუხის – შპს „კ-ის“ ქონება და ფულადი სახსრები;
ბ. სომხეთის რესპუბლიკის ქ.ერევნის კენტრონისა და ნორკ-მარაშის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 16 მაისის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „მ. გ-ის“ შუამდგომლობა და გამოცხადდა მოპასუხე შპს „კ-სა“ და მისი ქონების (უკანასკნელი ინფორმაციით მდებარე მისამართზე: საქართველო, ქ.თბილისი, პ-ის ქუჩა 40; ქ.თბილისი, დ-ის 20ა) ძებნა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე