საქმე №ა-3966-შ-80-2012 4 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ც-ის მზრუნველი დ.ქ-ი
წარმომადგენელი - გ.ბ-ი
დაინტერესებული პირები – ც-ის გ. კ, ხ.ც-სი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვნისათვის მზრუნველობის დაწესება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ნ. ს. ასულ წ-სა და კ. გ. ძე ც-ის არასრულწლოვან შვილ გ.ც-ისს დაუწესდა მზრუნველობა და ბავშვის მზრუნველად დაინიშნა დ.ქ-ი, ბებია დედის მხრიდან. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დანიშნა მზრუნველობის საზედამხედველო საბჭოს წევრებიც.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.ქ-მა და მოითხოვა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქ.თესსალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ლეგალიზებული გადაწყვეტილების თარგმანითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მზრუნველობის დაწესების შესახებ განცხადება განხილულ იქნა უდავო წარმოების წესით, ღია სასამართლო სხდომაზე და საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვან გ.ც-ის დედა - ნ. წ-ი გარდაცვლილია, მამა - გ. ც-სი არ ახორციელებს მშობლის უფლება-მოვალეობებს, მან დატოვა საბერძნეთი და მისი მისამართი უცხოეთში უცნობია, ასევე დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მოწმედ მონაწილეობდა გ.ც-ის ბებია მამის მხრიდან - ხ.ც-სი.
საქმეში წარმოდგენილი საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, არ გასაჩივრებულა, ხოლო ქ.თესსალონიკის მერიის სარ-ის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად, არასრულწლოვანი გ. კ. ძე ც-სი დაბადებულია საბერძნეთში.
ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე შუამდგომლობის ავტორმა დაადასტურა მოცემულ საქმესთან მიმართებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია და საქმის განხილვის იურიდიული ინტერესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გ.ც-ის მზრუნველ დ.ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ.ც-ის მზრუნველ დ.ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ.ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ნ. ს.ასულ წ-სა და კ. გ. ძე ც-ის არასრულწლოვან შვილ გ.ც-ისს დაუწესდა მზრუნველობა და ბავშვის მზრუნველად დაინიშნა დ.ქ-ი, ბებია დედის მხრიდან. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ დანიშნა მზრუნველობის საზედამხედველო საბჭოს წევრებიც.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქ.თესსალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ ლეგალიზებული გადაწყვეტილების თარგმანითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მზრუნველობის დაწესების შესახებ განცხადება განხილულ იქნა უდავო წარმოების წესით, ღია სასამართლო სხდომაზე და საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი წარმომადგენლის მეშვეობით, ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვან გ.ც-ის დედა - ნ. წ-ი გარდაცვლილია, მამა - გ. ც-სი არ ახორციელებს მშობლის უფლება-მოვალეობებს, მან დატოვა საბერძნეთი და მისი მისამართი უცხოეთში უცნობია, ასევე დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მოწმედ მონაწილეობდა გ.ც-ის ბებია მამის მხრიდან - ხ.ც-სი.
საქმეში წარმოდგენილი საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, არ გასაჩივრებულა, ხოლო ქ.თესსალონიკის მერიის სარ-ის სამსახურის მიერ გაცემული დაბადების სააქტო ჩანაწერის თანახმად, არასრულწლოვანი გ. კ. ძე ც-სი დაბადებულია საბერძნეთში.
სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს დადასტურებულია საქმის განმხილველი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად საქმის განხილვის წესის დაცვა, სასამართლოს მითითებით, განცხადება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, ჩატარებულია წინასასამართლო პროცედურა და განცხადების ასლი ჩაბარდა ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურორს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა დ.ქ-მა და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა, მანვე დაადასტურა საქმის საქართველოს ტერიტორიაზე განხილვის იურიდიული ინტერესი, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია თანახმად „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ც-ის მზრუნველ დ.ქ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად საბერძნეთის ქ.თესსალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ნ. ს. ასულ წ-სა და კ. გ. ძე ც-ის არასრულწლოვან შვილ გ.ც-ისს დაუწესდა მზრუნველობა და ბავშვის მზრუნველად დაინიშნა დ.ქ-ი, ბებია დედის მხრიდან.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ. ქათამაძე