საქმე # ა-4854-შ-100-2012 21 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ მ. დ. ა. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. კ. დ. ა. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 2005 წლის 7 თებერვალს გილხინგის რესტრის თანამშრომლის მიერ მ. დ. ა. მ-სა და ჯ. კ. დ. ა. მ-ს შორის რეგისტრირებული №2/2005 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 10 მაისს და აღსრულდა გერმანიაში.
მ. დ. ა. მ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მ. დ. ა. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ მ. დ. ა. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით 2005 წლის 7 თებერვალს გილხინგის რესტრის თანამშრომლის მიერ მ. დ. ა. მ-სა და ჯ. კ. დ. ა. მ-ს შორის რეგისტრირებული №2/2005 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 10 მაისს და აღსრულდა გერმანიაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ. ა. მ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც 2005 წლის 7 თებერვალს გილხინგის რესტრის თანამშრომლის მ. მ. დ. ა. მ-სა და ჯ. კ. დ. ა.მ-ს შორის რეგისტრირებული №2/2005 ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე