Facebook Twitter
#bs-675-643(ks-07) 23 ivlisi, 2007w

№ას-1092-1023-2012 4 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ჩ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ს.გ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ჩ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. ა. ჩ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26150 აშშ დოლარის, ხოლო, 2012 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3 აშშ დოლარის გადახდა;

2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა. ჩ-ას სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ა-ის ქ.№8-ში მდებარე ბინა №18;

3. ს.გ-ის სარჩელი მოპასუხისათვის 91850 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 51-58).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ-ამ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 76-86).

2012 წლის 25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ჩ-ამ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის გამოხმობა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 27).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 30-32).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება ა. ჩ-ას არ გაუსაჩივრებია და ეს განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით ს.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 96-105).

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით ა.ჩ-ას საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ჩ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი. მხარის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების ამავე მხარის მიერ გასაჩივრება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესს, ვინაიდან ეს ნორმა ადგენს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ეს უფლება დარღვეულია ან სადავოდაა ქცეული.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ს.გ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ჩ-ას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. ა. ჩ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26150 აშშ დოლარის, ხოლო, 2012 წლის 17 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 3 აშშ დოლარის გადახდა;

2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ა.ჩ-ას სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება – ქ.თბილისში, ა-ის ქ.№8-ში მდებარე ბინა №18;

3. ს.გ-ის სარჩელი მოპასუხისათვის 91850 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 51-58).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ჩ-ამ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 76-86).

2012 წლის 25 აპრილს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ჩ-ამ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლზე მითითებით, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის გამოხმობა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 27).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით ა. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (იხ. ტომი 2, ს.ფ. 30-32).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება ა.ჩ-ას არ გაუსაჩივრებია და ეს განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ს.გ-მა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 63-72).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით ს.გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 96-105).

მოცემულ შემთხვევაში, ა.ჩ-ა საკასაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებას. ამ განჩინების გაუქმების მიმართ მას არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, ვინაიდან ეს განჩინება მის სასარგებლოდ გამოტანილი განჩინებაა, კერძოდ, ხსენებული განჩინებით, როგორც აღინიშნა, არ დაკმაყოფილდა ს.გ-ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ა.ჩ-ას (მოპასუხის) სასარგებლოდ იყო გამოტანილი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ ა.ჩ-ა საკასაციო საჩივრით ფაქტობრივად ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ს.გ-ის სარჩელი მის წინააღმდეგ. ზემოთ აღინიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა ა.ჩ-ას, თუმცა მოგვიანებით მან უარი თქვა მისი საჩივრის განხილვაზე. აღნიშნულის გამო, სააპელაციო სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. ეს განჩინება არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს.გ-ის სარჩელი ა.ჩ-ას მიმართ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ა.ჩ-ა არ არის უფლებამოსილი გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება არც სააპელაციო და არც საკასაციო წესით, ვინაიდან იგი შესულია კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე, 265-ე, 266-ე მუხლები).

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, კასატორს არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს განჩინებით დავალებული ხარვეზი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია არა ხარვეზის შეუვსებლობა, არამედ ის, რომ ა.ჩ-ა არ არის საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე