№ ას-1142-1071-2012 7 მარტი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ.ა-ე , ნ.ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ე-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.ე-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დიმიტრი და ნ.ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის განმარტებით, თ.ე-ის მამა შ.ე-ე ფლობდა 5 მიწის ნაკვეთს, რომლის გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული ქონება გადავიდა დედის – მ.ე-ის სახელზე და გაიცა შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობები. 1999 წელს საქართველოს მთელი მასშტაბით მიწის ნაკვეთები დაინომრა. მ.ე-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს მიენიჭა შემდეგი ნომრები: №060, №273, №350, №443, ხოლო მე-5 მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით მ.ე-ემ გაასხვისა 1998 წელს მ. ა-ის სახელზე. მ.ე-ის გარდაცვალების შემდეგ, დედის დანაშთ ქონებას ფლობდა და განაგებდა თ.ე-ე, რომლის სახელზე 2003 წლის ოქტომბერში საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი №672 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე დასტურდება, რომ თ.ე-ე ფლობს შემდეგ ნაკვეთებს: ნამოსახლარ №443-ს, 602 კვ.მ ვენახს, 208 კვ.მ ყანას, 400 კვ.მ ყანასა და 160 კვ.მ ეზოს. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აუცილებელი გახდა უძრავი ქონების რეესტრში რეგისტრაცია, რისთვისაც აზომვითი ნახაზების შესადგენად მოსარჩელემ დაიქირავა სპეციალისტები, რომლებსაც №443 მიწის ნაკვეთის აზომვა ვერ შეძლეს, ვინაიდან იქ მცხოვრებმა ი. და დ.ა-მა გაუწიეს წინააღმდეგობა და განუმარტეს, რომ აღნიშნული ნაკვეთი დ.ა-ემ შეიძინა შ. ე-ან და, შესაბამისად, დაირეგისტრირა რეესტრში, როგორც თავისი საკუთრება. მოსარჩელემ მოიძია შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ შ. ე-ან დ.ა-ეს შეძენილი ჰქონდა მიწის ნაკვეთი №443-ის გვერდით მდებარე №440 და №441 მიწის ნაკვეთები, შესაბამისად, №443 მიწის ნაკვეთს ფლობდა უკანონოდ და ხელს უშლიან მოსარჩელეს საკუთარი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა დ. და ნ. (ი.) ა-ან, უკანონო მფლობელობაში არსებული №443 მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და, შესაბამისად, ხელშეშლის აღკვეთა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების პროცედურაში.
მოპასუხეებმა ნ. და დ.ა-მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2007 წლის 28 ივლისს დ.ა-სა და შ. ე-ეს შორის შედგა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება სოფელ დილიკაურში უძრავი ქონების მიწის ნაკვეთების შეძენის შესახებ. მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და, მიაჩნიათ, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ.ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ე-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ე-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ.ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. და ნ.ა-ან თ.ე-ის სასარგებლოდ გამოთხოვილ იქნა, ზესტაფონის რაიონის სოფელ დ-ში, დ. და ნ.ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთის საზღვრიდან (რომელსაც ემიჯნება ტყე), აღმოსავლეთის მიმართულებით, არსებული კონფიგურაციის ფარგლებში 1100,77 კვ.მ მიწის ნაკევთი. დ.ა-სა და ნ.ა-ეს აეკრძალათ თ.ე-ის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლა. დ.ა-სა და ნ.ა-ეს, თ.ე-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ წინასწარ გადახდილი საპროცესო ხარჯის - 162 ლარის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1994 წლის 20 დეკემბრის, მიწის მიღება-ჩაბარების №672 აქტით, შ.ე-ეს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ-ი გადაეცა 5 ნაწილად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, მთლიანი ფართით- 6062 კვ.მ. მათ შორის: ეზო- 160 კვ.მ, ე.წ. ”ნამოსახლი”- 1245 კვმ, ვენახი- 602 მ2, ყანა- 2080 მ, ყანა- 4002.. ”ნამოსახლი” განთავსებული იყო შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით- თ. ა-ს ყანა, სამხრეთით- მ.ე. ე-ის ყანა, დასავლეთით- ტყე და აღმოსავლეთით- შ.ლ. ე-ის ეზო. (ს.ფ.18-19, 22-23).
მოსარჩელის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მიწის მიღება- ჩაბარების №672 აქტით, შ.ე-ის გადაცემულ ე.წ. „ნამოსახლს”, რაც შ.ე-ის გარდაცვალების შემდგომ, მემკვიდრეობის წესით მიიღო მ.ე-ემ. 1999 წლის 28 დეკემბერს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობით, სადავო მიწის ნაკვეთი, ე.წ. „ნამოსახლი” მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული იქნა, როგორც № 443 მიწის ნაკვეთი. (ს.ფ.26).
1999 წლის 28 დეკემბერს მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 07, ნაკვეთის ნომერი- № 443, დაზუსტებული ფართობი 1515,81 (ს.ფ.26, 52).
დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელე თ.ე-ე მ.ე-ის შვილია. მ.ე-ე გარდაიცვალა 2000 წლის 29 ივლისს. (ს.ფ.126-127).
მოპასუხეს სადავო არ გაუხდია სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.ე-ის გარდაცვალების შემდგომ, მისი სამკვიდრო მიიღო თ.ე-ემ.
1994 წლის 20 დეკემბერს, №725 მიღება- ჩაბარების აქტით, შ. ლ. ძე ე-ეს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ-ი გადაეცა 4 ნაწილად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, მთლიანი ფართით- 4083 კვ.მ, მათ შორის: ეზო- 585 კვ.მ, ვენახი - 570 მ2, ვენახი- 1360 კვ.მ, ყანა- 1560 მ2 (ს.ფ.33-35).
1999 წლის 25 ნოემბერს, შ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთები, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: 1) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 440, დაზუსტებული ფართობი-540,37 კვ.მ. 2) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 441, დაზუსტებული ფართობი-914,56 კვ.მ. სულ 1454,93 კვ.მ. (ს.ფ.37-39).
2007 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ა-ემ შ.ე-ან შეიძინა უძრავი ქონება, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, 67,34 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომელთა სარეგისტრაციო მახასიათებლებია; 1) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 440; 2) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 441. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ.ა-ის საკუთრებაში. (ს.ფ. 32, 70-73). აღნიშნულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობენ დ.და ნ.ა-ბი.
მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკით დადგინდა, რომ სოფ. დ-ი, დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №441 მიწის ნაკვეთი და მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №443 მიწის ნაკვეთი, ერთმანეთის მომიჯნავედ არის განთავსებული. (ს.ფ.43).
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ნ.ა-ემ განმარტა, რომ მისი და დ.ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე ედავება, განთავსებულია შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთითა და სამხრეთით მ. ა-ის მიწის ნაკვეთები, დასავლეთით- ტყე და აღმოსავლეთით დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
მიღება-ჩაბარების აქტით გაირკვა, რომ შ. ლ. ძე ე-ის მიწის ნაკვეთებს ტყე არ ესაზღვრება. საქმეში განთავსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დადგინდა, რომ შ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ.ა-ის კუთვნილი №440 და 441 მიწის ნაკვეთების მოსაზღვრედ მდებარეობს ტყე.
სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის მიერ შედგენილ № 1089/15-2011 დასკვნაში დაფიქსირებულია შემდეგი: მოიცავს თუ არა დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ფართი მ.ე-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი №...), რაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით ტექნიკურად შეუძლებელია. დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ორივე ნაკვეთის ჯამური ფართი შეადგენს 2555,7 კვ.მ-ს. (ს.ფ.138-142).
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 311-312-ე, 1421.1-ე, 1328.1-ე, 170-ე, 172-ე მუხლებით და განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ დ. და ნ.ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სადავო მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება ტყე, თუმცა შ.ე-ან შეძენილ მიწის ნაკვეთს ტყე არ ესაზღვრება. დ.ა-ის მიერ შ.ე-ან შეძენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რეგისტრირებული ფართი შეადგენს 1484,93 კვ.მ-ს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ორივე ნაკვეთის ფაქტობრივი ოდენობა შეადგენს 2555,7 კვ.მ-ს. იმის გათვალისწინებით, რომ დ. და ნ.ა-ბი, ნაცვლად დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 1484,93 კვ.მ-ისა, ფაქტობრივად ფლობენ 2555,7 კვ.მ-ს, ანუ 1100,77 კვ.მ-ით მეტს, ამასთან ამ მიწის ნაკვეთის დასავლეთის განაპირა საზღვარი არის ტყე, რაც რეგისტრირებული მონაცემებით შეესაბამება მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მონაცემს, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად ფლობენ მათ მომიჯნავედ განთავსებული თ.ე-ის (მ.ე-ის მემკვიდრე) კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 1100,77 კვ.მ-ს, რომელიც რაიმე აქტის საფუძველზე მათთვის არ გადაუციათ და რომლის სარგებლობის უფლებაც არ გააჩნიათ. ამდენად, პალატამ მიიჩნია,რომ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო, დიმიტრი და ნ.ა-ან, თ.ე-ის სასარგებლოდ, ნაცვლად 1515,81 კვ.მ-ისა, უნდა გამოთხოვილიყო ზესტაფონის რაიონის სოფ. დ-ი, დ. და ნ.ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის დასავლეთის საზღვრიდან (რომელსაც ემიჯნება ტყე) აღმოსავლეთის მიმართულებით, არსებული კონფიგურაციის ფარგლებში, 1100,77 კვ.მ მიწის ნაკვეთი. დ.ა-სა და ნ.ა-ეს უნდა აეკრძალოთ თ.ე-ის ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლა.
პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მართალია, საქმეში არსებობდა ექსპერტის №1089/15-2011 დასკვნა, მაგრამ აღნიშნული დასკვნით პასუხი არ ყოფილა გაცემული კითხვაზე, მოიცავდა თუ არა დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ფართი მ.ე-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი №...) ექსპერტის დასკვნაში დაფიქსირებული მსჯელობა იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ტექნიკურად შეუძლებელია, არ გამორიცხავდა საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიერ ფაქტებისა დადგენისა და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევის შესაძლებლობას. ამდენად, საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დ. და ნ.ა-ის მიერ თ.ე-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობას და ამ ქონებით სარგებლობაში თ.ე-ის ხელშეშლას, რაც საფუძვლიანს ხდის სასარჩელო მოთხოვნას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და დ.ა-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, მის საკუთრებაში და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან თ.ე-ის ნაკვეთის 1100.77 კვ.მ-ის გადაცემით უხეშად დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება. ამასთან, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 381-ე მუხლის მოთხოვნა, თვითნებურად შეცვალა დავის საგანი და სარჩელი, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა იყო და დავის საგანს წარმოადგენდა 443-ე მიწის ნაკვეთი, ხოლო სასამართლომ მას გადასცა სულ სხვა მიწის ნაკვეთი. სადავო №443 ნაკვეთი ექსპერტიზის რამოდენიმეჯერ ჩატრების მიუხედავად, სპეციალისტებმა ვერ აღმოაჩინეს, სააპელაციო სასამართლომ კი, ადგილზე მისვილსა და შემოწმების გარეშე გადაწყვიტა კასატორის საკუთრებაში და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდანმოსარჩელისათვის გადაეცა 1100.77 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც თავად თ.ე-ემ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ მის დავის საგანს არ წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაარკვია ტექნიკურად შესაძლებელი იყო თუ არა ამ ფართის ნაკვეთის გამოყოფა და მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ 1994 წლის 20 დეკემბრის მიწის მიღება- ჩაბარების №672 აქტით, შ.ე-ეს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ-ი გადაეცა 5 ნაწილად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, მთლიანი ფართით- 6062 კვ.მ, მათ შორის: ეზო- 160 კვ.მ, ე.წ. „ნამოსახლი”- 1245 კვმ, ვენახი- 602 მ2, ყანა- 2080 მ, ყანა- 4002.. ”ნამოსახლი” განთავსებული იყო შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთით- თ. ა-ის ყანა, სამხრეთით- მ.ე. ე-ის ყანა, დასავლეთით- ტყე და აღმოსავლეთით- შ.ლ. ე-ის ეზო. (ს.ფ.18-19, 22-23).
მოსარჩელის განმარტებით, სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მიწის მიღება-ჩაბარების №672 აქტით, შ.ე-ის გადაცემულ ე.წ. „ნამოსახლს”, რაც შ.ე-ის გარდაცვალების შემდგომ, მემკვიდრეობის წესით მიიღო მ.ე-ემ. 1999 წლის 28 დეკემბერს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობით, სადავო მიწის ნაკვეთი, ე.წ. „ნამოსახლი” მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული იქნა, როგორც № 443 მიწის ნაკვეთი. (ს.ფ.26).
დადგენილია, რომ 1999 წლის 28 დეკემბერს, მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მახასიათებლებია: სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 07, ნაკვეთის ნომერი- № 443, დაზუსტებული ფართობი 1515,81 (ს.ფ.26, 52).
დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ.ე-ე წარმოადგენს მ.ე-ის შვილს. მ.ე-ე გარდაიცვალა 2000 წლის 29 ივლისს. (ს.ფ.126-127).
მოპასუხეს სადავო არ გაუხდია სარჩელში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.ე-ის გარდაცვალების შემდგომ, მისი სამკვიდრო მიიღო თ.ე-ემ.
დადგენილია, რომ 1994 წლის 20 დეკემბერს, №725 მიღება- ჩაბარების აქტით, შ. ლ. ძე ე-ეს ზესტაფონის რაიონის სოფელ დ-ი გადაეცა 4 ნაწილად გამოყოფილი მიწის ნაკვეთები, მთლიანი ფართით- 4083 კვ.მ, მათ შორის: ეზო- 585 კვ.მ, ვენახი- 570 მ2, ვენახი- 1360 კვ.მ, ყანა- 1560 მ2 (ს.ფ.33-35).
დადგენილია, რომ 1999 წლის 25 ნოემბერს, შ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ იქნა მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთები, შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: 1) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 440, დაზუსტებული ფართობი-540,37 კვ.მ. 2) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 441, დაზუსტებული ფართობი-914,56 კვ.მ. სულ 1454,93 კვ.მ. (ს.ფ.37-39).
დადგენილია, რომ 2007 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დ.ა-ემ შ.ე-ან შეიძინა უძრავი ქონება, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, 67,34 კვ.მ ფართის საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომელთა სარეგისტრაციო მახასიათებლებია; 1) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 440; 2) სარეგისტრაციო ზონა-ზესტაფონი, კოდი-32, სექტორი-სოფელი დ-ი, კოდი- 08, კვარტლის ნომერი- 04, ნაკვეთის ნომერი- № 441. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა დ.ა-ის საკუთრებაში (ს.ფ. 32, 70-73). აღნიშნულ უძრავ ქონებას ფაქტობრივად ფლობენ დ. და ნ.ა-ბი .
მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკით დგინდება, რომ სოფ. დ-ი, დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №441 მიწის ნაკვეთი და მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული №443 მიწის ნაკვეთი, ერთმანეთის მომიჯნავედ არის განთავსებული. (ს.ფ.43).
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ნ.ა-ემ განმარტა, რომ მისი და დ.ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც მოსარჩელე ედავებათ, განთავსებულია შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთითა და სამხრეთით მ. ა-ის მიწის ნაკვეთები, დასავლეთით- ტყე და აღმოსავლეთით დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.
მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ შ. ლ. ძე ე-ის მიწის ნაკვეთებს ტყე არ ესაზღვრება. საქმეში განთავსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ შ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ.ა-ის კუთვნილი №440 და 441 მიწის ნაკვეთების მოსაზღვრედ მდებარეობს ტყე.
სასამართლო განჩინების საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის მიერ შედგენილ № 1089/15-2011 დასკვნაში დაფიქსირებულია შემდეგი: მოიცავს თუ არა დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ფართი მ.ე-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი №... რაც წარმოდგენილი მასალების მიხედვით ტექნიკურად შეუძლებელია. დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ორივე ნაკვეთის ჯამური ფართი შეადგენს 2555,7 კვ.მ-ს. (ს.ფ.138-142).
ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. და ნ.ა-ბი, ნაცვლად დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 1484,93 კვადრატული მეტრისა, ფაქტობრივად ფლობენ 2555,7 კვ.მ-ს, ანუ 1100,77 კვადრატული მეტრით მეტს, ამასთან, ამ მიწის ნაკვეთის დასავლეთის განაპირა საზღვარი არის ტყე, რაც რეგისტრირებული მონაცემებით შეესაბამება მ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ მონაცემს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად ფლობენ მათ მომიჯნავედ განთავსებული თ.ე-ის (მ.ე-ის მემკვიდრე) კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან 1100,77 კვადრატულ მეტრს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან ამგვარი დასკვნის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
განსახილველი ნორმის გათვალისწინებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა პირობა, რაც უნდა არსებობდეს ერთობლიობაში, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მემკვიდრეობით მიღებული აქვს №433 მიწის ნაკვეთი (სადავო მიწის ნაკვეთი), მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები არ მიუთითებენ იმაზე, რომ მოპასუხეები ფლობენ №433 მიწის ნაკვეთს, რომლის ფლობის უფლება მათ არა აქვთ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო ეყრდნობა ორ გარემოებას: პირველი, ა-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი განთავსებულია შემდეგ საზღვრებში: ჩრდილოეთითა და სამხრეთით მ.ა-ის მიწის ნაკვეთები, დასავლეთით- ტყე და აღმოსავლეთით დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტით ირკვევა, რომ შ. ლ. ძე ე-ის მიწის ნაკვეთებს ტყე არ ესაზღვრება. აქვე სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში განთავსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ შ.ე-ის საკუთრებაში რეგისტრირებული და ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დ.ა-ის კუთვნილი №440 და 441 მიწის ნაკვეთების მოსაზღვრედ მდებარეობს ტყე. მეორე გარემოება, რაც წარმოადგენს გადაწყვეტილების საფუძველს არის ის, რომ დ. და ნ.ა-ბი, ნაცვლად დ.ა-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 1484,93 კვადრატული მეტრისა, ფაქტობრივად ფლობენ 2555,7 კვ.მ-ს, ანუ 1100,77 კვადრატული მეტრით მეტს, ამასთან, ამ მიწის ნაკვეთის დასავლეთის განაპირა საზღვარი არის ტყე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა-ის მიერ №433 მიწის ნაკვეთის ფლობის საფუძველს ვერ იძლევა. საქმეში არსებული მასალებიდან არ ირკვევა, რომ ა-ის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი გაზრდილია მხოლოდ ე-ის მიერ მითითებული №443 მიწის ნაკვეთის ხარჯზე. არ არსებობს ისეთი გამომრიცხავი გარემოებები, რომლის თანახმად, მხოლოდ №443 მიწის ნაკვეთს აღმოსავლეთით ესაზღვრება ტყე. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ექსპერტის დასკვნა, რომელმაც საქმეში არსებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებების საფუძველზე დაასკვნა, რომ იმის დადგენა მოიცავს თუ არა დ.ა-სა და ნ.ა-ის მიერ დაკავებული ფართი მ.ე-ის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი №...), წარმოდგენილი მასალების მიხედვით ტექნიკურად შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, მან უნდა ადასტუროს, რომ მოპასუხეების უკანონოდ ფლობენ მის (მოსარჩელის) საკუთრებაში არსებულ №433 მიწის ნაკვეთს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ე-ის მიერ ვერ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ა-ი უკანონოდ ფლობენ სადავო №433 მიწის ნაკვეთს, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე თ.ე-ეს, კასატორთა: ნ. და დ.ა-ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 (სამასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. და დ.ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;
3. თ.ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოწინააღმდეგე მხარე თ.ე-ეს ნ. და დ.ა-ის სასარგებლოდ, დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე