საქმე №ას-234-226-2013 29 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, ასევე ა. ო-ის, ნ., მ. და ნ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე საქმეზე – შპს „მ. ო. თ-ის“ სარჩელის გამო ა. ო-ის, მ., ნ., ნ. ნ-სა და ბ.ჟ-ის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ასევე ა. ო-ის შეგებებული სარჩელის გამო, შპს „მ. ო.თ-სა“ და ბ. ჟ-ის მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა ა. ო-ის, ნ., ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებით მოცემული კერძო საჩივარი ა. ო-ის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო სხვა ავტორების მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარზე დადგინდა შემდეგი ხარვეზი: ა) ნ. ნ-ს დაევალა ნ. ჩ-ას სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა; ბ) ნ., ნ. და მ. ნ-ებს დაევალათ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა განისაზღვრა 3 დღით.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ნ. ნ-სა და ნ. და მ. ნ-ის წარმომადგენელ ნ. ჩ-ას და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ადრესატებს სასამართლო შეტყობინება ჩაბარდათ 2013 წლის 13 მარტს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 14 მარტს (სსსკ 60.2 მუხლი) და ვინაიდან უკა.სკნელი დღე - 16 მარტი ემთხვეოდა დასვენების დღეს - შაბათს, ამოიწურა 18 მარტს, ორშაბათს (სსსკ 61.2 მუხლი), საქმეში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ ნ.ჩ-ამ კერძო საჩივრის ავტორების სახელით სასამართლოს მომართა 2013 წლის 19 მარტს, საპროცესო ვადის დარღვევით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თა.ხმადაც, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით განხორცილებულ საპროცესო მოქმედებას, საჩივრის განუხილველად დატოვება უკავშირდება და თვლის, რომ ნ., მ. და ნ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ამავე პალატის 2013 წლის 31 იანვრის (უკვე გასაჩივრებულ) განჩინებაში შესწორდა დაშვებული უსწორობა და, რეალურად, სწორედ ამ განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „მ. ო. თ-ის“ განცხადება უსწორობის გასწორების თაობაზე (2013 წლის 31 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში ამავე პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, ტექნიკური შეცდომის გამო, არ გასწორებულა), სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დასართავად გადმოგზავნილი ა. ო-ის, ნ., ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივარი, რომელიც შეეხება 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებას საპროცესო ვადის დაცვითაა წარმოდგენილი, პალატა ასევე მიუთითებს ხარვეზის გამოსწორების მიზნით 2013 წლის 19 მარტს შემოტანილ განცხადებაზე, რომლითაც დადგენილი ხარვეზი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში გამოსწორებულია და თვლის, რომ აღნიშნული მიჩნეულ უნდა იქნას 2013 წლის 19 თებერვლის კერძო საჩივრის გამო გადახდილ სახელმწიფო ბაჟად, თუმცა ამ განცხადებას, ნაცვლად ნ. ნ-ის სახელით გაცემული მინდობილობისა, ერთვის ნ. და მ. ნ-ის სახელით ნ.ჩ-ის საპროცესო უფლებების დაცვის თაობაზე გაცემული მინდობილობა, შესაბამისად, ნ. ნ-ის კერძო საჩივარი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილში ხარვეზიანია, რადგა.ც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თა.ხმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 ნაწილის თა.ხმად კი, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო (კერძო) საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო (კერძო) საჩივრის შეტა.ზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
ნ. ჩ-ას მიერ ნ.ნ-ის სახელით, მართალია, შემოტანილია კერძო საჩივარი, თუმცა ნ. ნ-ის მიერ გაცემული მინდობილობის მოქმედების ვადა ამოიწურა 2012 წლის 3 ივნისს. მითითებული გარემოება, თავისთავად გამორიცხავს ნ.ჩ-ას ნ.ნ-ის უფლებამოსილ წარმომდგენლად მიჩნევის შესაძლებლობას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ა. ო-ის, ნ., ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე უნდა დაუდგინდეს ხარვეზი ნ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში (სსსკ 396.3 მუხლი) და დაევალოს ნ. ჩ-ას სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ ნ.ნ-ის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.
განემარტოს კერძო საჩივრის ავტორს, რომ, თუ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ იქნება გამოსწორებული, კერძო საჩივარი ნ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში არ მიიღება და განუხილველად დარჩება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ და.რჩენ ნაწილში წარმოდგენილი კერძო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც ის მიღებულ უნდა იქნას განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თა.ხმად, განსახილველად მიღების შემდეგ, კერძო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
საქმეში წარმოდგენილი საპენსიო მოწმობის თა.ხმად, ა. ო-ს დადგენილი აქვს ინვალიდობის პირველი ჯგუფი უვადოდ, აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ო-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, თა.ხმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400, 401-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ., ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევის გამო.
2. ა. ო-ის, ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე მიღებულ იქნას განსახილველად.
3. ა. ო-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი.
5. კერძო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
6. წინამდებარე კერძო საჩივარს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე წარდგენილი) ნ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში დაუდგინდეს ხარვეზი და მისი გამოსწორებისათვის ვადა განისაზღვროს 2 (ორი) დღით.
7. ნ. ნ-ს დაევალოს ნ. ჩ-ას სახელზე გაცმული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.
8. განემარტოს ნ. ნ-ს, რომ, თუ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდება, კერძო საჩივარი ნ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში აღარ მიიღება და განუხილველად დარჩება.
9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე