№ა-4928-შ-101-2012 11 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ.გ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის ცენტრალურ-საქალაქო რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე 2-3304-2010 p) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის ცენტრალურ-საქალაქო რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით გ. პ. ასული გ-ას სარჩელი მოპასუხე გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა: გაუქმდა მხარეებს – გ.თ-სა და გ. პ. ასულ გ-ას შორის, 2009 წლის 4 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი № 49200930081); დადგინდა, რომ განქორწინების შემდეგ მოსარჩელის გვარად დარჩენილიყო „გ-ა“, ხოლო მოპასუხის გვარად – „თ-ე“.
გ.თ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მასა და მოპასუხეს შორის განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებით გ.თ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ.თ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის ცენტრალურ-საქალაქო რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით (საქმე 2-3304-2010 p) გ.პ. ასული გ-ას სარჩელი მოპასუხე გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა: გაუქმდა მხარეებს – გ.თ-სა და გ. პ. ასულ გ-ას შორის, 2009 წლის 4 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი № 49200930081).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის ცენტრალურ-საქალაქო რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე 2-3304-2010 p) იმ ნაწილში, რომლითაც გ. პ. ასული გ-ას სარჩელი მოპასუხე გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა: გაუქმდა მხარეებს – გ.თ-სა და გ. პ. ასულ გ-ას შორის, 2009 წლის 4 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი № 49200930081), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.თ-ის შუამდგომლობა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის ცენტრალურ-საქალაქო რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების (საქმე 2-3304-2010 p) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქ.კრივოი როგის ცენტრალურ-საქალაქო რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე 2-3304-2010 p) იმ ნაწილში, რომლითაც გ. პ.ასული გ-ას სარჩელი მოპასუხე გ.თ-ის მიმართ დაკმაყოფილდა: გაუქმდა მხარეებს – გ.თ-სა და გ. პ. ასულ გ-ას შორის, 2009 წლის 4 მარტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სიღნაღის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი № 49200930081).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე