საქმე №ა-761-შ-10-2013 25 მარტი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლო
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჭ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ირკუტსკის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს N15 გამოსასწორებელი კოლონიის სარჩელი ბ.ჭ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბ.ჭ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57 რუბლისა და 75 კაპიკის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე ბ.ჭ-ეს ქ.სურგუტის მუნიციპალური საქალაქო ოლქის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 400 რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ უიგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელმა სასამართლომ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით ასევე ირკვევა, რომ მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი. სასამართლოს მითითებით, წინამდებარე გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 30 ოქტომბერს და ის სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა, ასევე დადასტურებულია ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ირკუტსკის ოლქის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მთავარი სამმართველოს N15 გამოსასწორებელი კოლონიის სარჩელი ბ.ჭ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბ.ჭ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57 რუბლისა და 75 კაპიკის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხე ბ.ჭ-ეს ქ.სურგუტის მუნიციპალური საქალაქო ოლქის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 400 რუბლის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ უიგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელმა სასამართლომ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხე საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადოდ იყო ინფორმირებული, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც საქმის განხილვის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლოს ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხეს ჩაბარდა სარჩელი.
გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2012 წლის 30 ოქტომბერს და ის სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა.
სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება ბ.ჭ-ის ქ.სურგუტის მუნიციპალური საქალაქო ოლქის ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 400 რუბლის დაკისრების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ამავე სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფედერაციის ხანტი-მანსიისკის ავტონომიურ ოლქ იუგრის საოლქო მნიშვნელობის ქალაქ სურგუტას N5 სასამართლო უბნის მომრიგებელი სასამართლოს 2012 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბ.ჭ-ეს ქ.სურგუტის მუნიციპალური საქალაქო ოლქის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 400 რუბლის გადახდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ. ქათამაძე