Facebook Twitter

№ვ-80-შ-3-2013 11 მარტი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ზ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბუტირკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

განხილვის საგანი – ქმედუუნაროდ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბუტირკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. თ.ძე ჩ-ა (დაბადებული ... წლის ... მაისს, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.მოსკოვი, ბ-ის ქუჩა, სახლი 12 „გ“, ბინა №9) ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.

მ.ზ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ ა. ჩ-ა არის მისი შვილი, რომელიც დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური აშლილობითა და მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობით. აღნიშნული საფუძვლით მას რუსეთში დანიშნული აქვს ინვალიდობის პენსია. 2013 წლის 11 იანვარს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიულ ორგანოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის მეურვედ მისი დანიშვნა. მ.ზ-ას ხსენებული განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ რუსეთის სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ არის აღიარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით მ.ზ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ მ.ზ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბუტირკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. თ. ძე ჩ-ა (დაბადებული ... წლის ... მაისს, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.მოსკოვი, ბ-ის ქუჩა, სახლი 12 „გ“, ბინა №9) ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბუტირკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ. ძე ჩ-ა (დაბადებული ... წლის ... მაისს, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.მოსკოვი, ბ-ის ქუჩა, სახლი 12 „გ“, ბინა №9) ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბუტირკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ბუტირკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ა. თ. ძე ჩ-ა (დაბადებული ... წლის ... მაისს, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.მოსკოვი, ბ-ის ქუჩა, სახლი 12 „გ“, ბინა №9) ცნობილ იქნა ქმედუუნაროდ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე