Facebook Twitter

საქმე №ას-373-354-2013 15 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაბაზე, საქმეზე, მ. წ-სა და ბ. ჭ-ას სარჩელის გამო, ლ. ჭ-ას მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების ნაწილში განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების ნაწილში, აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.

კასატორები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

რაც შეეხება წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, პალატა თვლის, რომ ამ საკასაციო პრეტენზიის ნაწილში საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრით შესაძლებელია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. გამომდინარე იქიდან რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკვე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკასაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი, ზუგდიდს რაინული სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. წარმოებაში იქნას მიღებული მ. წ-სა და ბ. ჭ-ას საკასაციო საჩივრი ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნი შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტისა.

4. მოწინააღმდეგ მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

5. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე