Facebook Twitter

№ას-446-422-2013 29 აპრილი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს “..“, შპს „ც-ო“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. პ-ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ. პ-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს “..“-ისა და შპს „ც-ოს“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ. პ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს “..“-ს შპს „მ. პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 002 866.63 აშშ დოლარის გადახდა; შპს „მ. პ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..-ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №....

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით შპს “..“-ისა და შპს „ც-ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს მოსამზადებელი სტადიიდან ხელახლა განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ. პ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს “..“-ს შპს „მ. პ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 1 002 866.63 აშშ დოლარის გადახდა; შპს „მ. პ-ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, ..-ის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი №....

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შპს “..“-ისა და შპს „ც-ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 მარტის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება შპს “..“-მა და შპს „ც-ომ“ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “..“-ისა და შპს „ც-ოს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პ-ი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორებისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ შპს “..“-ის დირექტორი გ. ხ-ი და შპს „ც-ოს“ დირექტორი შ. დ-ი ესწრებოდნენ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.

იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

განსახილველ შემთხვევაში, შპს “..“ და შპს „ც-ო“ არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მათთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2013 წლის 31 იანვარს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 20 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 2 მარტი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შპს „ც-ოს“ დირექტორმა შ. დ-მა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2013 წლის 27 თებერვალს (იხ.ტ.III, ს.ფ.78), ხოლო შპს “..“-ს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.

შესაბამისად, შპს „ც-ოსთვის“ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა 2013 წლის 20 მარტს, ხოლო შპს “..“-სთვის გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 2 მარტს და ამოიწურა 2013 წლის 22 მარტს, საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 28 მარტს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.III, ს.ფ.79) რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან შპს “..“-ისა და შპს „ც-ოს“ საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “..“-ისა და შპს „ც-ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი