Facebook Twitter

№ა-1073-შ-21-2013 15 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ე. ი. ასული ე-ი

მოწინააღმდეგე მხარეები – მ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (მამობის დადგენისა და მოპასუხე მ. ს-ის ე. ე-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში)

დავის საგანი – მამობის დადგენა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ მ. ს. ძე ს-ი წარმოადგენს ... წლის ... ნოემბერს დაბადებული მ. ე-ის მამას. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ს. ძე ს-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ე. ი. ასული ე-ის სასარგებლოდ ბავშვის – მ. ე-ის, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, სარჩენად ყოველთვიურად 10000 დრამის ოდენობით. დადგინდა, რომ ალიმენტის გადახდა დაიწყოს სასამართლოში მიმართვის მომენტიდან – 2010 წლის 15 ივნისი, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

ე. ი. ასულმა ე-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით ე. ი. ასული ე-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ე. ი. ასული ე-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ მ. ს. ძე ს-ი წარმოადგენს... წლის ... ნოემბერს დაბადებული მ. ე-ის მამას. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ს. ძე ს-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ე. ი. ასული ე-ის სასარგებლოდ ბავშვის – მ. ე-ის, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, სარჩენად ყოველთვიურად 10000 დრამის ოდენობით. დადგინდა, რომ ალიმენტის გადახდა დაიწყოს სასამართლოში მიმართვის მომენტიდან – 2010 წლის 15 ივნისი, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 23 აგვისტოს. ამასთან, იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ი. ასული ე-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის ლორის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადგინდა, რომ მ. ს. ძე ს-ი წარმოადგენს ... წლის ... ნოემბერს დაბადებული მ. ე-ის მამას. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე მ. ს. ძე ს-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა ე. ი. ასული ე-ის სასარგებლოდ ბავშვის – მ. ე-ის, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, სარჩენად ყოველთვიურად 10000 დრამის ოდენობით. დადგინდა, რომ ალიმენტის გადახდა დაიწყოს სასამართლოში მიმართვის მომენტიდან – 2010 წლის 15 ივნისი, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე