Facebook Twitter

№ა-4778-შ-98-2012 15 აპრილი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა (მოპასუხისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში) და ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინების (რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ზ. ძე გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

ი. ვ. ასულ კ-ას (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქ....), ჩამოერთვა დედის უფლებები თავის შვილის – მ.ზ. ასული გ-ის (დაბადებული ... წლის ... ივნისს, დაბადების სააქტო ჩანაწერი №2132, 2007 წლის 20 ივნისი, გაცემული მოსკოვის მმაჩის სამმართველოს იზმაილოვის მმაჩის განყოფილების მიერ) მიმართ;

ი. ვ. ასულ კ-ას (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქ..., რეგისტრაციის ადგილი: უკრაინა, ხარკოვის ოლქი, ქ....,) დაეკისრა ალიმენტის გადახდა მ. ზ. ასული გ-ის (დაბადებული ... წლის ... ივნისს) მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, მამის – ზ. ზ. ძე გ-ის სასარგებლოდ, 2007 წლის 30 ივლისიდან, ყოველთვიურად, გამომუშავების (შემოსავლის) 1/4-ის ოდენობით, 2007 წლის 30 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგინდა, რომ ნაცვლად თარიღისა: 2006 წლის 6 სექტემბერი, მითითებულ იქნეს 2007 წლის 6 სექტემბერი.

ზ. ზ. ძე გ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილებისა (მოპასუხისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ნაწილში) და განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით ზ. გ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ზ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. ზ. ძე გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

ი. ვ. ასულ კ-ას (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქ....), ჩამოერთვა დედის უფლებები თავის შვილის – მ. ზ. ასული გ-ის (დაბადებული ... წლის ... ივნისს, დაბადების სააქტო ჩანაწერი №2132, 2007 წლის 20 ივნისი, გაცემული მოსკოვის მმაჩის სამმართველოს იზმაილოვის მმაჩის განყოფილების მიერ) მიმართ.

რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გასწორდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგინდა, რომ ნაცვლად თარიღისა: 2006 წლის 6 სექტემბერი, მითითებულ იქნეს 2007 წლის 6 სექტემბერი.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ზ. ძე გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ვ. ასულ კ-ას (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქ....), ჩამოერთვა დედის უფლებები თავის შვილის – მ. ზ. ასული გ-ის (დაბადებული ... წლის ... ივნისს, დაბადების სააქტო ჩანაწერი №2132, 2007 წლის 20 ივნისი, გაცემული მოსკოვის მმაჩის სამმართველოს იზმაილოვის მმაჩის განყოფილების მიერ) მიმართ, ასევე, რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გასწორდა რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგინდა, რომ ნაცვლად თარიღისა: 2006 წლის 6 სექტემბერი, მითითებულ იქნეს 2007 წლის 6 სექტემბერი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ზ. ძე გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ვ. ასულ კ-ას (დაბადებული ... წლის ... სექტემბერს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქში, ქ....), ჩამოერთვა დედის უფლებები თავის შვილის – მ. ზ. ასული გ-ის (დაბადებული ... წლის ... ივნისს, დაბადების სააქტო ჩანაწერი №2132, 2007 წლის 20 ივნისი, გაცემული მოსკოვის მმაჩის სამმართველოს იზმაილოვის მმაჩის განყოფილების მიერ) მიმართ, აგრეთვე, რუსეთის ფერედაციის კარელიის რესპუბლიკის ქ.პეტროზავოდსკის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 სექტემბრის განჩინება, რომლითაც გასწორდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, დადგინდა, რომ ნაცვლად თარიღისა: 2006 წლის 6 სექტემბერი, მითითებულ იქნეს 2007 წლის 6 სექტემბერი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე