Facebook Twitter

საქმე №ას-234-226-2013 24 აპრილი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ნ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე საქმეზე – შპს „მ. ო. თ-ის“ სარჩელის გამო ა. ო-ის, მ., ნ., ნ. ნ-სა და ბ. ჟ-ის მიმართ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ასევე ა. ო-ის შეგებებული სარჩელის გამო, შპს „მ. ო. თ-სა“ და ბ. ჟ-ის მიმართ, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქმის მასალების შესწავლის საფუზველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ო-ა, ნ., მ. და ნ. ნ-ის კერძო საჩივარი ნ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თა.ხმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თა.ხმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, გა.ხორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თა.ხმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა ა. ო-ის, ნ., ნ. და მ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით მოცემული კერძო საჩივარი ა. ო-ის, ნ. და მ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ნ. ნ-ის მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და ნ.ნ-ს დაევალა 2 დღის ვადაში ნ. ჩ-ას სახელზე გაცემული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით შედგენილი მინდობილობის ან უშუალოდ მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ნ. ნ-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2013 წლის 11 აპრილს ჩაბარდა ადრესატის დედას, მ. ნ-ს გადასაცემად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თა.მდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში გზავნილი ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის დედას, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული უნდა მივიჩნიოთ უშუალოდ ნ.ნ-ის ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თა.ხმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თა.ხმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკა.სკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკა.სკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ა.ლიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 აპრილს და დასრულდა ამავე წლის 13 აპრილს, მაგრამ ვინაიდან 13 აპრილი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 15 აპრილს. ამ დროის განმავლობაში, მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, მე-400, 401-ე, 420-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე