№ ას-1263-1192-2012 2 მაისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების - 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, დაკავებულ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ბ-ის ჩიხ #4-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის - 11 187.5 აშშ დოლარი,ს შესაბამისი ეროვნული ვალუტის გადახდით მის მიერ დაკავებული საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 1951 წელს ვ. პ-მა და ე. ბ-ამ ტ. ო-ან იყიდეს სახლი მდებარე, ქ. თბილისში, ბ-ის ჩიხ №4 -ში (ყოფილი გ-ის მე-2 შეს), მაგრამ ნასყიდობა არც ნოტარიულად გაუფორმებიათ და არც შინაურული ხელწერილი შემორჩათ, თუმცა მას შემდეგ ბინას ფლობს აღნიშნული ოჯახი. ვ. პ-ის გარდაცვალების შემდეგ სახლს ფლობდნენ და პატრონობდნენ ე. ბ-ა და მისი შვილი - ლ. ს-ა. ტ. ო-ას გარდაცვალების შემდეგ ბ-ამ დიდხანს ეძება მისი მემკვიდრეები, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაგნო. ბ-ა იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და სარგებლობდა ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით. ე. ბ-ას გარდაცვალების შემდეგ აღნიშნულ სახლში ცხოვრება გააგრძელა ლ. ს-ამ, რომელიც ასევე იხდის კომუნალურ გადასახადებს.
რ. ხ-მა სარჩელი არ ცნო. მისი წარმომადგენლის განმარტებით, ქ. თბილისში, ბ-ის ჩიხ №4-ში მდებარე უძრავი ქონება შეისყიდა 2011 წლის დეკემბერში და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ. მიიჩნევს, რომ ქონების კეთილსინდისიერი შემძენია და თუ მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, უნდა მიმართოს ძველ მესაკუთრე ე. გ-ს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი რ. ხ-ის მიმართ თანხის ანაზღაურების სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდით დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითადი საფუძველი გახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა 1921 წლის 25 თებერვლ.ნ 1996 წლის 27 ივნისამდე, სადავო საცხოვრებელ სადგომში ე. ბ-ას რეგისტაციის ფაქტი, რაც სრულად გაიზიარა პალატამ და დამატებით მიუთითა, რომ ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლ.ნ 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ამდენად, იმისათვის, რომ სადავო ურთიერთობა მითითებული კანონის სპეციალური რეგულირების სფეროს მივაკუთნოთ, საჭიროა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა მოიცავდეს 1921 წლის 25 თებერვლ.ნ - 1996 წლის 27 ივნისამდე პერიოდს.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ. ს-ა, როგორც მოსარგებლე ე. ბ-ას უფლებამონაცვლე, მოითხოვს საცხოვრებელ სადგომზე მოსარგებლედ ცნობას, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე.
პალატამ მიუთითა ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნა, რომ, მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობით დასტურდება ე. ბ-ას ქ. თბილისში, გ-ის მე-2 შესახვევ N4-ში მდებარე ბინაში რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტი, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა, თუ როდის განხორციელდა ე. ბ-ას რეგისტრაცია აღნიშნულ ბინაში. სადავო ფართში მისი ჩაწერის დროს კი, არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული კანონი აწესრიგებს 1921 წლის 25 თებერვლ.ნ - 1996 წლის 27 ივნისამდე წარმოშობილ ურთიერთობებს. რაც შეეხება სადავო ფართში ვ. პ-ის რეგისტრაციის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურის მიერ გაცემულ საინფორმაციო ბარათის მიხედვით, ვ. პ-ი აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებული არ არის; ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ თავად მოსარჩელე ლ. ს-ა სადავო ბინაში რეგისტრირებული არ ყოფილა. ლ. ს-ა 1975 წლ.ნ რეგისტრირებულია ქ. თბილისში, თ. ი-ის ქ. N71, ბინა N3-ში, რასაც ადასტურებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის საინფორმაციო ბარათი.
პალატამ ასევე აღნიშნა, რომ, მართალია, საქმის მასალებში წარმოდგენილია კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ ბინაში გადასახადების გადამხდელი იყო ვინმე ”ბ-ი”, ”პ-ი” და ”პ-ი”, ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ ვ. პ.. ე. ბ-ა ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1965 წლიდან, მაგრამ, პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციის და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი არსებობდეს ერთდროულად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართში 1921 წლის 25 თებერვლ.ნ - 1996 წლის 27 ივნისამდე პერიოდში ე. ბ-ას რეგისტრაციის ფაქტი, ამასთან წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრებით ბინაში გადასახადების გადამხდელი იყო ვინმე ”ბ-ი”, ”პ-ი” და ”პ-ი”, მაგრამ არა ე. ბ-ა.
პალატამ აღნიშნა, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე მუხლის მე-6 პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დადასტურებულია მესაკუთრეობა და მოსარგებლეობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რ. ხ-ის მესაკუთრეობა, თუმცა არ დასტურდება ლ. ს-ას მოსარგებლეობა.
ზემოაღნიშნულ.ნ გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ლ. ს-ამ ვერ დაადასტურა ე. ბ-ას მოსარგებლეობა, შესაბამისად, არ იყო დადასტურებული მისი უფლებამონაცვლის (მოსარჩელის) მოსარგებლეობაც, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ს-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს „საცხოვრებელი სადგომის სარგებლობისას წარმოშობილი ურთოერთობებეის შესახებ“ და სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ დაადგინა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა: ვ. პ-ის სახელზე გამოწერილი კომუნალური ქვითრების გადახდა, ვ. პ-სა და ე. ბ-ას რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა, ე. ბ-ას გარდაცავლების გამო სადავო საცხოვრებელი სადგომის რეგისტრაციიდან მოხსნა და ლ. ს-ას მიერ სამკვიდრო ქონების მიღება, საქმის ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირობის არსებობა კუმულაციურად, კერძოდ, მოსარგებლის რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა. სასამართლოს განმარტებით კი, ზემოთ ხსენებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს მოსარგებლის მფლობელობის ფაქტი, ხოლო ამ ფაქტის დამტკიცება შესაძლებელია მოსარგებლის რეგისტრაციის ფაქტის დადგენით ან მის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდით ან მესაკუთრისათვის გარკვეული თანხის გადახდის მეშვეობით. აღნიშნულ.ნ გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან, ლ. ს-ამ ვერ დაადასტურა ე. ბ-ას მოსარგებლეობა, შესაბამისად, არ იყო დადასტურებული მისი უფლებამონაცვლის (მოსარჩელის) მოსარგებლეობაც, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან ერთად სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციის და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი არსებობდეს ერთდროულად. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო ფართში 1921 წლის 25 თებერვლ.ნ - 1996 წლის 27 ივნისამდე პერიოდში ე. ბ-ას რეგისტრაციის ფაქტი, ამასთან წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების ქვითრებით ბინაში გადასახადების გადამხდელი იყო ვინმე „ბ-ი”, „პ-ი” და „პ-ი”, მაგრამ არა ე. ბ-ა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ანდა მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა (გარდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირისა). მითითებული სამართლებრივი ელემენტების არსებობით კანონმა გამორიცხა მხარეთა შორის სხვა ურთიერთობის არსებობა, რომელიც ითვალისწინებდა საცხოვრებელი სადგომით დროებით სარგებლობაში გადაცემას, მაგალითად, ქირავნობის ხელშეკრულებით. ამდენად, მაღალი ალბათობით საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობისათვის კანონმა მიუთითა ისეთ ინსტიტუტებზე, რომლებიც 1996 წლამდე საცხოვრებელი სადგომის დათმობის წესით მიღებისას მიმღები პირი ახორციელებდა ყველა იმ ვალდებულებებს, რაც გააჩნდა მის წინამორბედს (იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, რეგისტრირებული (ჩაწერილი) იყო საცხოვრებელ ფართში და ა.შ)
„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია – „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის ¹323 კანონის (პარლამენტის უწყებანი, 30.07.96, გვ. 28) მიღებამდე არსებული წესით საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია (ჩაწერა).
იმ დროს მოქმედი სამართლებრივი აქტების თანახმად, რეგისტრაცია (ჩაწერა) წარმოადგენდა მნიშვნელოვან ინსტიტუტს მოქალაქის ცხოვრებაში და სხვადასხვა უფლებებთან ერთად მას ეძლეოდა ჩაწერის ადგილის მიხედვით საცხოვრებელი სადგომში ცხოვრების უფლება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მასალებში წარმოდგენილია კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნულ ბინაში გადასახადების გადამხდელი იყო ვინმე „ბ-ი”, „პ-ი” და „პ-ი”, ასევე სადავო არ არის ის გარემოება, რომ პ-ი ვ. და ე. ბ-ა ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1965 წლ.ნ.
სააპელაციო სასამართლო, ასევე ადგენს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობით დასტურდება ე. ბ-ას ქ. თბილისში, გ-ის მე-2 შესახვევი N4-ში მდებარე ბინაში რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტი, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა ე. ბ-ა როდის დარეგისტრირდა აღნიშნულ ბინაში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგენილად მივიჩნევთ, რომ პ-ი ვ. და ე. ბ-ა ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1965 წლ.ნ, ხოლო გადასახადების გადამხდელი იყო ვინმე „ბა-ი”, „პ-ი” და „პ-ი” (სასამართლო გადაწყვეტილებაში არ გამორიცხავს იმას, რომ 1965 წელს ე. ბ-ე დაქორწინებული პ-ი ვ. და გადასახადების გადამხდელად მითითებული „ბ-ი”, „პ-ი” და „პ-ი” არინ სხვადასხვა პირები, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოწმების ფარგლების გათვალისწინებით საკასაციო პალატა ამ საკითხს არ იკვლევს), ამასთან ერთად მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ვ. პ-ი გარდაიცვალა 1977 წლის 27 დეკემბერს, ხოლო ე. ბ-ა რეგისტრაციიდან მოიხსნა 30.07.07, მაშინ დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მითითებულ კომუნალურ გადასახადებს იხდიდა ე. ბ-ა, შესაბამისად, ამ პერიოდში იგი რეგისტრირებული იყო სადავო ფართში. ამ ალბათობის შესამოწმებლად, აუცილებელია კომუნალური გადასახადების პერიოდის შემოწმება. სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული კომუნალური ქვითრებიდან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვითრებზე (ს.ფ. 36, 37), სადაც გადამხდელად მითითებულია პ-ი, ხოლო ქვითრებზე მითითებულია თარიღი 1984 წლის 12 ივნისი (გასათვალისწინებელია, რომ ამ დროისათვის პ-ი იყო გარდაცვლილი, ამდენად არ გამოირიცხება, რომ მისი სახელით კომუნალურ გადასახადებს იხდიდა მისი მეუღლე).
ამასთან ერთად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების საფუძველზე საცხოვრებელი სადგომის დათმობის ფაქტის სარწმუნოებისთვის არ უნდა არსებობდეს ქირავნობის ხელშეკრულება.
კონკრეტულ შემთხვევაში ქირავნობის ინსტიტუტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენენ განხილვის საგანს, ამდენად მნიშვნელოვანია, გაირკვეს კომუნალური გადასახადების პერიოდი (1996 წლამდე არსებული მდგომარეობა) და რეგისტრაციის არსებობის პრეზუმფცია.
აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ზემომითითებული შენიშვნების გათვალისწინებით უნდა გამოიკვლიოს, თუ რა პერიოდს მოიცავდა კომუნალური გადასახადები. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაასკვნის, რომ 1984 წლიდან ხდებოდა კომუნალური გადასახადების გადახდა, ხოლო ამ მისამართიდან ე. ბ-ა მოიხსნა 2007 წელს, დიდი ალბათობით შეიძლება ვირწმუნოთ, რომ ე. ბ-ა, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა ვ. პ-ან რეგისტრირებული იყო სადავო პერიოდში, ხოლო მისი შვილს შეიძლება გააჩნდეს სადავო საცხოვრებელ სახლზე უფლებები, როგორც ე. ბ-ას უფლებამონაცვლეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე