Facebook Twitter

საქმე №ას-495-471-2013 17 მაისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

A ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ბ-სა და ა. პ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებასა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტიებაზე, საქმეზე კოოპერატივი „ქ. ქ-ის“ სარჩელის გამო, კოოპერატრივი „ქ. ქ-ის“ ყოფილი დირექტორის ა. პ-ის, შპს „ა-ას“ მეანაბრეების ნ. გ-ის, ზ. წ-ის, ნ. ბ-ის, ნ. მ-ის (შ. ხ-ის უფლებამონაცვლე), ა. პ-ის, ო. ლ-ის მიმართ, მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ნ. ბ-სა და ა. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინების გაუმქების მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული, ხოლო დედოფლისწყაროს რაიონული სასამრთლოს 2011 წლის 30 დეკემებრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრით შესაძლებელია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. გამომდინარე იქიდან რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უკვე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს საკასაციო საჩივარი დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.

რაც შეეხება ნ. ა-სა და ა. პ-ის საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 მარტის განჩინებაზე, პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც იგი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.

კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-სა და ა. პ-ის საკასაციო საჩივარი დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. წარმოებაში იქნას მიღებული ნ. ბ-სა და ა. პ-ის საკასაციო საჩივრი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

4. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე