№ა-1032-შ-18-2013 27 მაისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. მ. ა-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილად ჩაითვალა 2005 წლის 16 სექტემბერს დანიაში, ქრისტიანფელდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს: ნ. დ-სა და დ. მ.ა-ოს შორის (ქორწინების რეგისტრაციის № 3514/2005).
ნ. დ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ზემომითითებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ნ. დ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. დ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შეწყვეტილად ჩაითვალა 2005 წლის 16 სექტემბერს დანიაში, ქრისტიანფელდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს: ნ. დ-სა და დ. მ. ა-ოს შორის (ქორწინების რეგისტრაციის № 3514/2005).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილად ჩაითვალა 2005 წლის 16 სექტემბერს დანიაში, ქრისტიანფელდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს: ნ. დ-სა და დ. მ.ა-ოს შორის (ქორწინების რეგისტრაციის № 3514/2005), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. დ-ის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის საოლქო სასამართლოს საოჯახო საქმეთა მე-5 განყოფილების 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყვეტილად ჩაითვალა 2005 წლის 16 სექტემბერს დანიაში, ქრისტიანფელდის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება მხარეებს: ნ. დ-სა და დ. მ. ა-ოს შორის (ქორწინების რეგისტრაციის № 3514/2005);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე