საქმე # ა-1121-შ-23-2013 14 მაისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ე. შ-ი
წარმომადგენელი – მ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. მ. შ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისში 2010 წლის 6 ივნისს ე. ძ-სა (შ-სა) და დ. შ-ს შორის ქ.თბილისის ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომერი №80201031252. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 5 ივნისს.
ე. შ-ის წარმომადგენელმა მ. პ-მა შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
2013 წლის 11 აპრილს ე. შ-ის წარმომადგენელმა მ. პ-მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ე. შ-ის წარმომადგენელ მ. პ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. შ-ის წარმომადგენელ მ. პ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ.თბილისში 2010 წლის 6 ივნისს ე. ძ-სა (შ-სა) და დ. შ-ს შორის ქ.თბილისის ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომერი №80201031252. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 5 ივნისს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. შ-ის წარმომადგენელ მ. პ-ის შუამდგომლობა გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ქ.ბად ურახის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ქ.თბილისში 2010 წლის 6 ივნისს ე. ძ-სა (შ-სა) და დ. შ-ს შორის ქ.თბილისის ქორწინების სახლში რეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე