საქმე # ა-952-შ-14-2013 28 მაისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ თ. ო-ი
წარმომადგენელი – ნ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ო-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება (განაჩენი)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით (განაჩენით) 1996 წლის 17 მაისს ესპელკამის მმაჩის ბიუროში თ. კ-სა (ო-ი) და მ. ო-ს შორის რეგისტრირებული №40/1996 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნულის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002 წლის 8 მარტს და შუამდგომლობის ავტორის განამრტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია გერმანიაში.
თ. ო-ის (კ-ის) წარმომადგენელმა ნ. გ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თ. ო-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ თ. ო-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით (განაჩენით) 1996 წლის 17 მაისს ესპელკამის მმაჩის ბიუროში თ. კ-სა (ო-ი) და მ. ო-ს შორის რეგისტრირებული №40/1996 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნულის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2002 წლის 8 მარტს და შუამდგომლობის ავტორის განამრტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია გერმანიაში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება (განაჩანი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ო-ის წარმომადგენელ ნ. გ-ის შუამდგომლობა გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილების (განაჩენის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის რადენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2002 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება (განაჩანი), რომლითაც 1996 წლის 17 მაისს ესპელკამის მმაჩის ბიუროში თ. კ-სა (ო-ი) და მ. ო-ს შორის რეგისტრირებული №40/1996 ქორწინება გაუქმდა.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე