Facebook Twitter

საქმე №ა-1072-შ-20-2013 7 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობების ავტორები – რ. ო-ა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. შ. ო. ო-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, 1993 წლის 29 იანვარს ნარიმანოვსკის რაიონის მმაჩის ბიუროში რ. ო-სა და ნ. შ. ო. ნ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №60 შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები – ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ჯ. ნ. ო. ო-ი, ... წლის ... თებერვალს დაბადებული ფ. ნ. კ. ო-ა და ჯ. ნ. ო. ო-ი დარჩნენ დედასთან. ნ. შ. ო. ო-ს რ. ო-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ...აგვისტოს დაბადებული ჯ. ნ. ო. ო-ის, ...წლის ... თებერვალს დაბადებული ფ. ნ. კ. ო-ა და ჯ. ნა. ო. ო-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/2-ის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე. ნ. შ. ო. ო-ის შეგებებული სარჩელი ბავშვების მისთვის გადაცემისა და ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 15 ოქტომბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

რ. ო-ამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. გ-მა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით რ.ო-სა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. გ-ის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რ.ო-სა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. გ-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, 1993 წლის 29 იანვარს ნარიმანოვსკის რაიონის მმაჩის ბიუროში რ. ო-სა და ნ. შ. ო. ნ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №60 შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები – ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ჯ. ნ. ო. ო-ი, ... წლის ... თებერვალს დაბადებული ფ. ნ. კ. ო-ა და ჯ. ნ. ო. ო-ი დარჩნენ დედასთან. ნ. შ. ო. ო-ს რ. ო-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ...აგვისტოს დაბადებული ჯ. ნ. ო. ო-ის, ...წლის ... თებერვალს დაბადებული ფ. ნ. კ. ო-ა და ჯ. ნა. ო. ო-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/2-ის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე. ნ. შ. ო. ო-ის შეგებებული სარჩელი ბავშვების მისთვის გადაცემისა და ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 15 ოქტომბერს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ო-სა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვ. გ-ის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ.ბაქოს საბუნჩინსკის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, 1993 წლის 29 იანვარს ნარიმანოვსკის რაიონის მმაჩის ბიუროში რ. ო-სა და ნ. შ. ო. ნ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №60 შეწყდა. არასრულწლოვანი ბავშვები – ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ჯ. ნ. ო. ო-ი, ... წლის ... თებერვალს დაბადებული ფ. ნ. კ. ო-ა და ჯ. ნ. ო. ო-ი დარჩნენ დედასთან. ნ. შ. ო. ო-ს რ. ო-ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ...აგვისტოს დაბადებული ჯ. ნ. ო. ო-ის, ...წლის ... თებერვალს დაბადებული ფ. ნ. კ. ო-ა და ჯ. ნა. ო. ო-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის – ხელფასის ან სხვა სახის შემოსავლის 1/2-ის გადახდა ბავშვების სრულწლოვანებამდე. ნ. შ. ო. ო-ის შეგებებული სარჩელი ბავშვების მისთვის გადაცემისა და ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე