Facebook Twitter

საქმე # ა-1404-შ-29-2013 26 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ე. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. შ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით 2003 წლის 10 ივნისს ქ.ვენაში ჰიტცინგის მმაჩის ბიუროში ქ. შ-სა და ე. კ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა№515/2003. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 აპრილს და კანონის თანახმად აღსრულდა ავსტრიაში.

ე. კ-ამ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით ე. კ-ას შუამდგომლობა ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. კ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით 2003 წლის 10 ივნისს ქ.ვენაში ჰიტცინგის მმაჩის ბიუროში ქ. შ-სა და ე. კ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა№515/2003. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წლის 19 აპრილს და კანონის თანახმად აღსრულდა ავსტრიაში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ-ას შუამდგომლობა ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ავსტრიის ჰიტცინგის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც 2003 წლის 10 ივნისს ქ.ვენაში ჰიტცინგის მმაჩის ბიუროში ქ. შ-სა და ე. კ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა№515/2003.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე