Facebook Twitter

საქმე # ა-1520-შ-32-2013 12 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ პ. დ-ი

წარმომადგენელი – ე. ა-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. შ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2010 წლის 27 აპრილს პ. დ-სა და ა. შ-ოს შორის ვილჰელმჰაიმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი №16/2010) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალში შევიდა 2012 წლის 27 ნოემბერს.

პ. დ-ის წარმომადგენელმა ე. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 17 მაისის განჩინებით პ. დ-ის წარმომადგენელ ე. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ პ. დ-ის წარმომადგენელ ე. ა-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 2010 წლის 27 აპრილს პ. დ-სა და ა. შ-ოს შორის ვილჰელმჰაიმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი №16/2010) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალში შევიდა 2012 წლის 27 ნოემბერს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. დ-ის წარმომადგენელ ე. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ვაილჰაიმის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 2010 წლის 27 აპრილს პ. დ-სა და ა. შ-ოს შორის ვილჰელმჰაიმის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (საქორწინო აქტების რეესტრი №16/2010) შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე