საქმე # ა-1589-შ-35-2013 26 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ი. მ-ი
წარმომადგენელი – დ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა 1998 წლის 10 იანვარს ქ.რუსთავის სრ ქორწინების სახლში მ. მ-სა და ო. მ-ს (ქორწინებამდელი გვარი ე-ა) შორის რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი №08. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 9 ოქტომბერს.
ი. მ-ის წარმომადგენელმა დ. ხ-ამ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
2013 წლის 28 მაისს ი. მ-ის წარმომადგენელმა დ. ხ-ამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენელ დ. ხ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. მ-ის წარმომადგენელ დ. ხ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შეწყდა 1998 წლის 10 იანვარს ქ.რუსთავის სრ ქორწინების სახლში მ. მ-სა და ო. მ-ს (ქორწინებამდელი გვარი ე-ა) შორის რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი №08. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 9 ოქტომბერს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. მ-ის წარმომადგენელ დ. ხ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ვიდნოვსკის მე-10 სასამართლო უბნის 2012 წლის 13 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 1998 წლის 10 იანვარს ქ.რუსთავის სრ ქორწინების სახლში მ. მ-სა და ო. მ-ს (ქორწინებამდელი გვარი ე-ა) შორის რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი №08.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე