Facebook Twitter
saqme #a-1647-S-38-2010 10 ianvari, 2011 weli

№ ა-1792-შ-38-2013 20 ივნისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ფ. კ-ბ-ე

წარმომადგენელი – რ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ბ-ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა 1999 წლის 6 ნოემბერს ქ.თბილისის ქორწინების სახლში ფ. კ-ა და თ. ბ-ეს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №1301).

ფ. კ.-ბ-ის წარმომადგენელმა რ. ბ-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს ა) ცნობა საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული საბერძნეთის ტერიტორიაზე; გ) ფ. კ.ს მიერ რ. ბ-ის სახელზე გაცემული და სათანადოდ დამოწმებული მინდობილობა; დ) სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენით ასევე დაადასტუროს ის გარემოება, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გამოტანილია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემულ №01121005297 ქორწინების მოწმობაში მითითებულ ფ.ა კ-ას მიმართ.

აღნიშნული განჩინება ფ. კ.-ბ-ის წარმომადგენელ რ. ბ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 7 ივნისს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ფ. კ.-ბ-ის წარმომადგენელ რ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ფ. კ.-ბ-ის წარმომადგენელ რ. ბ-ეს ჩაბარდა 2013 წლის 7 ივნისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 8 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 17 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც შუამდგომლობის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფ. კ.-ბ-ის წარმომადგენელ რ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. კ.-ბ-ის წარმომადგენელ რ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ნიქოზიის საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია