საქმე №ა-4198-შ-84-2012 3 ივნისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ. წ-ა
წარმომადგენელი – ვ. დ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების აღირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ. ა. ძე ბ-ის, გ.ვ. ძე ჩ-ის დ. ვ. ძე ჩ-ა და დ. ვ. ასულ ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ლენინგრადის ოლქის ვიბორგის რაიონის, ადგილობრივი განყოფილება „როშჩინის საქალაქო დასახლების“, ქალაქის ტიპის დასახლება როშჩინოდ, შ-ის ქუჩის №30-ში (საინვენტარო №509) მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე (ლიტერ ა) საერთო ფართობით 384,4 კვ.მ. ტერასით (ა), დახურული პარმაღით (ა1) და ფანჩატურით (გ) შემდეგი წილებით თითოეულს: ნ. წ-ას საკუთრების უფლება – 76/200-ზე, კ. ბ-ი – 31/200-ზე, გ. ჩ-ის – 31/200-ზე; დ. ჩ-ის – 31/200-ზე, დ. ჩ-ი – 31/200-ზე;
აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ.ა. ძე ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება თითოეულზე 1/5 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ლენინგრადის ოლქი, ვიბორგის რაიონი, ა. დასახლება როშჩინო, შ-ის ქუჩა, სახლი №30. საკადასტრო ნომერი ...;
აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ოთხოთახიან ბინაზე საერთო ფართით 131,3 კვ.მ, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 81,8 კვ.მ. მდებარე ქ.სანკტპეტერბურგში, მ-ის პროსპექტის №16-ის 1 კორპუსში, მე-11 სართულზე მდებარე ბინა №264, შემდეგი წილებით თითოეულს: ნ. წ-ას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ.ჩ-ნს – 1/10; დ.ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10;
აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ. ჩ-ის საკუთრების უფლება შპს „...“ საწესდებო კაპიტალში წილზე შემდეგი რაოდენობით: ნ. წ-ას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10;
აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კი. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ.ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ავტომობილზე TOYOTA LAND CRUIZER 120, ... წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომერი ..., აღრიცხვაზეა სანკტ-პეტერბურგის შსმს, რ-ის მოედანი, უსმსი რაგფ-ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი ..., შემდეგი წილებით თითოეულს: ნ. წ-ას– 111/125; კ.ბ-ს – 7/250; გ. ჩ-ს – 7/250; დ. ჩ-ს – 7/250; დ. ჩ-ს – 7/250;
აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება ავტომობილზე NISSAN PRIMERA 20 ELEGANGE, ... წლის გამოშვება, საიდენტიფიკაციო ნომერი ..., აღრიცხვაზეა სანკტ-პეტერბურგის შსმს, გამმა ავტო რაგდ-6-ში, სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი ..., შემდეგი წილებით თითოეულს: ნ. წ-ას– 72/100; კ. ბ-ს – 7/100; გ. ჩ-ს – 7/100; დ.ჩ-ს – 7/100; დ. ჩ-ს 7/100;
აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ.ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე №1 საერთო ფართით 61 კვ.მ. კუთვნილი მიწის ნაკვეთთან ერთად ფართობით 270 კვ.მ. მდებარე მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, სექტორი მ-ა, კვარტალი 6, ნაკვეთი №1/10, ფუნიკულიორის ზემო პლატო, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგი წილებით თითოეულს: ნ. წ-ას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10.
აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 15 ივნისს.
ნ. წ-ას წარმომადგენელმა ვ. დ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ქ.თბილისში, ფ-ის ზემო პლატოს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 270კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 61კვ.მ შენობა-ნაგებობა №1-ზე ნ. წ-სა და გ. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ნ. წ-ას წარმომადგენელ ვ. დ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ქ.თბილისში, ფ-ის ზემო პლატოს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 270კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 61კვ.მ შენობა-ნაგებობა №1-ზე ნ.წ-ასა და გ. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. წ-ას წარმომადგენელ ვ. დ-ას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმების თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა ნ. წ-ას, კ. ბ-ის, გ. ჩ-ის, დ. ჩ-ა და დ. ჩ-ის საერთო წილობრივი საკუთრების უფლება შენობა-ნაგებობაზე №1 საერთო ფართით 61 კვ.მ. კუთვნილი მიწის ნაკვეთთან ერთად ფართობით 270 კვ.მ. მდებარე მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, სექტორი მ-ა, კვარტალი 6, ნაკვეთი №1/10, ფ-ის ზემო პლატო, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგი წილებით თითოეულს: ნ.წ-ას– 6/10; კ. ბ-ს – 1/10; გ.ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10; დ. ჩ-ს – 1/10.
ნ. წ-ას წარმომადგენელმა ვ. დ-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქის ბოგუჩარსკის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ქ.თბილისში, ფ-ის ზემო პლატოს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 270კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 61კვ.მ შენობა-ნაგებობა №1-ზე ნ. წ-სა და გ. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება.
ამავე კანონის მე-10 მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საქართველოში ქ.თბილისში, ფ-ის ზემო პლატოს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 270კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 61კვ.მ შენობა-ნაგებობა №1-ზე ნ. წ-სა და გ. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობას და აღსრულებას.
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა, გადაცემა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებითი (კოლიზიური) ნორმის მიხედვით სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული
ამავე კანონის 64-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო შუამდგომლობის ავტორს სამართლებრივი დახმარების გაწევაზე ეტყვის უარს, თუ მისი დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. წ-ას წარმომადგენელ ვ. დ-ას შუამდგომლობა მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების მიმართ, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. წ-ას წარმომადგენელ ვ. დ-ას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ლენინგრადის ოლქის ვიბორგსკის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ქ.თბილისში, ფ-ის ზემო პლატოს, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 270კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 61კვ.მ შენობა-ნაგებობა №1-ზე ნ. წ-სა და გ. ჩ-ის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე