Facebook Twitter

საქმე №ა-4719-შ-93-2012 7 ივნისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ რექტორის – ნ. ბ-ა, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. კ-ი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. კ-ს სახელმწიფოს უზრუნველყოფაზე მყოფი შვილის _ მ. კ-ას სარჩენად 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისათვის დაეკისრა ერთდროულად 5681600 რუბლის გადახდა. დაკისრებული თანხის გადარიცხვა ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა მოხდეს „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვის მეშვეობით. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ პირველი საბაზო სიდიდის სახელმწიფო ბაჟის _ 100000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1500 რუბლის გადახდა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 აგვისტოს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ვინაიდან მოვალე ცხოვრობს საქართველოში.

მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის რექტორის – ნ. ბ-ამ და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ რექტორის – ნ. ბ-სა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ რექტორის – ნ. ბ-სა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ას შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. კ-ს სახელმწიფოს უზრუნველყოფაზე მყოფი შვილის _ მ. კ-ას სარჩენად 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისათვის დაეკისრა ერთდროულად 5681600 რუბლის გადახდა. დაკისრებული თანხის გადარიცხვა ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა მოხდეს „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვის მეშვეობით. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ პირველი საბაზო სიდიდის სახელმწიფო ბაჟის _ 100000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1500 რუბლის გადახდა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 14 აგვისტოს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ვინაიდან მოვალე ცხოვრობს საქართველოში.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციის 32-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის გადახდევინების საქმეთა მიმართ გამოიყენება ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც აქვს საცხოვრისი პირს, რომელიც ალიმენტის მიღებას ითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი ცხოვრობს ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ რექტორის – ნ. ბ-სა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ე. ნ-ას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ლოგოისკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. კ-ს სახელმწიფოს უზრუნველყოფაზე მყოფი შვილის _ მ. კ-ას სარჩენად 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდისათვის დაეკისრა ერთდროულად 5681600 რუბლის გადახდა. დაკისრებული თანხის გადარიცხვა ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა მოხდეს „მინსკის სახელმწიფო ლინგვინისტიკური უნივერსიტეტის“ საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვის მეშვეობით. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფოს სასარგებლოდ პირველი საბაზო სიდიდის სახელმწიფო ბაჟის _ 100000 რუბლისა და სასამართლო ხარჯების _ 1500 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე