Facebook Twitter

№ა-958-შ-15-2013 3 ივნისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ვ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ი. ასული ტ-ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვიბორსგკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-1314/2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვიბორსგკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-1314/2012) ბათილად იქნა ცნობილი ქორწინება ს. ე-ს, დაბადებულს ... წლის ... აპრილს, საქართველოს მოქალაქეს და ი. ი. ასულ ტ-ოს, დაბადებულს ... წლის ... ივლისს, ქ.ლენინგრადში, შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო სანკტ-პეტერბურგის №1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერის №377.

ვ. ე-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილში.

მოგვიანებით, ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ განცხადებაში, შუამდგომლობის ავტორმა მოთხოვნა დააზუსტა, კერძოდ, მან მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, ნაცვლად ცნობისა და აღსრულებისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ე-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვიბორსგკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2-1314/2012) ბათილად იქნა ცნობილი ქორწინება ს. ე-ს, დაბადებულს ... წლის ... აპრილს, საქართველოს მოქალაქეს და ი. ი. ასულ ტ-ოს, დაბადებულს ... წლის ... ივლისს, ქ.ლენინგრადში, შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო სანკტ-პეტერბურგის №1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერის №377.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვიბორსგკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2-1314/2012) იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქორწინება ს. ე-ს, დაბადებულს ... წლის ... აპრილს, საქართველოს მოქალაქეს და ი. ი. ასულ ტ-ოს, დაბადებულს ... წლის ... ივლისს, ქ.ლენინგრადში, შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო სანკტ-პეტერბურგის №1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერის №377.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ე-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვიბორსგკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2-1314/2012) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის სანქტ-პეტერბურგის ვიბორსგკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე №2-1314/2012) იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქორწინება ს.ე-ს, დაბადებულს ... წლის ... აპრილს, საქართველოს მოქალაქეს და ი. ი. ასულ ტ-ოს, დაბადებულს ... წლის ... ივლისს, ქ.ლენინგრადში, შორის, რომელიც რეგისტრირებული იყო სანკტ-პეტერბურგის №1 ქორწინების სახლში, სააქტო ჩანაწერის №377.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე