№ას-536-510-2013 18 ივლისი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ბ. რ-ა“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე-ი“, ლ. დ-ი, ვ. შ-ე, ლ. ო-ი, ნ. ზ-ი, გ. ნ-ი, გ. ლ-ე, ი. ო-ი (მოპასუხე,შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების მოშლა, იპოთეკის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ბ. „რ-ამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, მ. პ-ის, ი. დ-ის, ქ. დ-ის, მ. დ-ის, ამხანაგობა „ნ. 2005-ის“, ი. ნ-ის, გ. ნ-ის, ნ. ჩ-ას, ბ. ყ-ის, ლ. დ-ის, ვ. შ-ის, ლ. ო-ის, ნ. ზ-ის, გ. ნ-ის, გ. ლ-ის, ი. ო-ის, შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, ქ. ბ-ის, ა. ბ-ა და შპს „ნ. ე. XXI-ს“ მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის მოთხოვნით. ხოლო, შპს „ე-ა“, ლ. დ-მა, ვ. შ-ემ, ლ. ო-მა, ნ. ზ-მა, გ. ნ-მა, გ. ლ-ემ და ი. ო-მა შეგებებული სარჩელი შეიტანეს სს „ბ. რ-ის“ მიმართ იპოთეკის ხელშეკრულებებისა და უძრავ ნივთებზე იპოთეკის უფლებების გაუქმების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით სს „ბ. „რ-ის“ სარჩელი მოპასუხეების შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, მ. პ-ის, ი. დ-ის, ქ. დ-ის, მ. დ-ის, ამხანაგობა „ნ. 2005“-ის, ი. ნ-ის, გ. ნ-ის, ნ. ჩ-ას, ბ. ყ-ის, ლ. დ-ის, ვ. შ-ის, ლ. ო-ის, ნ. ზ-ის, გ. ნ-ის, გ. ლ-ის, ი. ო-ის, შპს „ე-ის“, თ. ვ-ის, ქ. ბ-ის, ა. ბ-ა და შპს „ნ. ე. XXI“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა სს „ბ. რ-სა“ და შპს „ე-ს“ შორის 2007 წლის 4 დეკემბერს და 2007 წლის 25 ივნისს დადებული გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ; შეწყდა სს ბ. „რ-სა“ და შპს „ე-ს“ შორის 2007 წლის 11 დეკემბერსა და 2009 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები; შპს „ე-ს“, შპს „ე-ს“, ქ. ბ-ს და ა. ბ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ სს „ბ. რ-ის“ სასარგებლოდ 2007 წლის 11 დეკემბრის N45307 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 27 097,71 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითად დავალიანებას შეადგენდა 22 648,53 აშშ დოლარი, დარიცხულ პროცენტს 1 731,36 აშშ დოლარი, ხოლო 2 717,82 აშშ დოლარი - პირგასამტეხლოს; შპს „ე-ის“ და თავდებ პირებს, შპს „ე-ს“, ქ. ბ-ს და ა. ბ-ეს, სოლიდარულად დაეკისრათ სს „ბ. რ-ას“ სასარგებლოდ 2009 წლის 31 დეკემბრის N102352 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 1 000 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ზღვრული თანხის ოდენობის ზევით დარჩენილი სხვაობა 328 960,20 აშშ დოლარი დაეკისრა შპს „ე-ს“. დავალიანების დაფარვა განხორციელდა ამ ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის გზით: თ. ვ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ა-ის ქუჩის №1-ში, პირველი სადარბაზო, მე-4 სართული, ბინა №11, საკადასტო კოდი: .... მ. პ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი ვ-ის 4 მ/კ, კვარტალი №3, კორპუსი №1, ბინა №53. საკადასტრო კოდი: .... მ. პ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში ვ-ის 4 მ/კ, კვარტალი №3, კორპუსი №1, ბინა №36. საკადასტრო კოდი: .... ი. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში ზ-ის ქუჩა №5 ბინა №57, საკადასტრო კოდი: .... მ. დ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, ა. გზატკეცილი, კორპუსი №2, ბინა №50 ლიტ „ა“ საკადასრტო კოდი: .. გ. დ-ის კთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ლ-ის ქ. №5, კორპუსი №5, ბინა №78, ლიტ „ა”, საკადასტრო კოდი .... ქ. ბ-ის წილი ამახანაგობა „ნ. 2005“–ში: უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ნ-ის ქუჩის №14ა, სადარბაზო №4, სართული №9, ბინა №130 საკადასტრო კოდი: .... ი. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ბ-ის ქ. №39, ბინა №24, ს/კ: .... გ. ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ვ-ას გამზირი, კვარტალი №6, კორპუსი №21, ბინა №36 ს/კ: .... ნ. ჩ-ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, წ. გზატკეცილი №12, ლიტ „ვ“, ს/კ: .... ბ. ყ-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ზ-ი, ს/კ .... შპს „ნ. ე. XXI-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება ქ. თბილისში, გ-ას გამზირის №41-ში მდებარე: (ნაკვეთი 12/026) ლიტ „ბ“, საკადასტრო კოდი: .... შპს „ნ. ე. XXI-ის“ კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, გ-ას გამზირის №41-ში, (ნაკვეთი 12/026) სართული 1-ლი, ლიტ „ბ“, საკადასტრო კოდი: ....
ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ე-ის“, ლ. დ-ის, ვ. შ-ის, ლ. ო-ის, ნ. ზ-ის, გ. ნ-ის, გ. ლ-სა და ი. ო-ის შეგებებული სარჩელი სს „ბ. რ-ას“ მიმართ, გაუქმდა 2010 წლის 5 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკის უფლება შემდეგ უძრავ ქონებაზე: ლ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ვ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ლ. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ნ. ზ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... გ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... გ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ი. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... ი. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთა, სოფელი ნ-ი, 15 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ....
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მ. პ-ა, ი. ნ-ა, სს „ბ. რ-ამ“, თ. ვ-ა, გ. ნ-ა, ამხანაგობა „ნ. 2005-მა“ და ნ. ჩ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე განუხილველად დარჩა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა „ნ. 2005-ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით მ. პ-ა და ი. ნ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. პიტიურიშვილმა და ი. ნასყიდაშვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით მ. პ-ა და ი. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.
2012 წლის 29 ოქტომბერს შპს „ე-მა“ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს „ე-ის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარემ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გაასაჩივრა, რაც დაუშვებელია.
იმავე სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით სს „ბ. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2007 წლის 25 ივნისს სს ,,ბ. რ-სა’’ და შპს ,,ე-ს’’ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ,,კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ’’, რომლის თანახმადაც, მსესხებელს უფლება მიეცა ეკისრა ვალდებულებები მაქსიმუმ 800 000 აშშ დოლარის ფარგლებში; აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ა. ბ-ან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, ზღვრულ თანხად განისაზღვრა 800 000 აშშ დოლარი. ამავე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა ოთხი იპოთეკის ხელშეკრულება;
2. 2007 წლის 24 სექტემბერს ცვლილება შევიდა გენერალურ ხელშეკრულებაში და ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფას დაემატა შვიდი იპოთეკის ხელშეკრულება;
3. 2007 წლის 22 ნოემბერს ცვლილება შევიდა გენერალურ ხელშეკრულებაში და ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფას დაემატა კიდევ ერთი იპოთეკის ხელშეკრულება;
4. 2007 წლის 4 დეკემბერს სს ,,ბ. რ-სა“ და შპს ,,ე-ს“ შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ,,კრედიტებისა და საბანკო გარანტიების გაცემის შესახებ’’, რომლის თანახმადაც, მსესხებელს უფლება ჰქონდა ეკისრა ვალდებულებები მაქსიმუმ 1 000 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა დამატებით ორი იპოთეკის ხელშეკრულება და თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა შპს ,,ე-ის’’ კორპორატიული პასუხისმგებლობა. ამავე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვრა ქ. ბ-სა და ა. ბ-ის სოლიდარული პასუხისმგებლობა (თავდებობით განსაზღვრული ზღვრული თანხა 1 000 000 აშშ დოლარი);
5. 2007 წლის 4 დეკემბერის გენერალური საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2007 წლის 4 დეკემბერს სს ”ბ. რ-სა” და შპს ”ე-ს” შორის გაფორმდა N45307 შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ე-ის“ კრედიტის სახით გაიცა 250 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სარგებელი 16%;
6. 2009 წლის 30 დეკემბერს სს ბ. „რ-ამ” შპს ”ე-ის” დირექტორს წერილობით აცნობა, რომ ბ.ს მიერ დამტკიცებულ იქნა შპს „ე-ის” ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია შემდეგი პირობებით: 1) შპს „ე-ის” დავალიანების დასაფარად გადახდილი უნდა იქნეს 45 000 აშშ დოლარი, არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. 2) უნდა გადახდილიყო ქ. ბ-ის ვადაგადაცილებული ოვერდრაფტები 4 560,41 ევრო და 6 297,55 ლარი არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. 3) სს „ბ. რ-ის“ სასარგებლოდ იპოთეკით უნდა დაიტვირთოს სოფელ ნ-ი მდებარე 54 500 კვ.მ მიწის ნაკვეთები არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. 4) შპს „ე-ის“ საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებულ ყველა პირთან უნდა გაფორმდეს დამატებითი შეთანხმებები დავების განხილვასთან და ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით;
7. ზემოთ მოყვანილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში სს ბ. „რ-ა“ თანხმობას აცხადებდა, მოეხდინა შპს „ე-ე“ დარჩენილი საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით, წლიური 16%-ის დარიცხვით და ასევე გაეუქმებინა იპოთეკა შემდეგ მისამართებზე მდებარე უძრავ ქონებაზე: 1) ქ. თბილისი, გ-ას გამზ N41; 2) ქ. თბილისი, ა. გზატკეცილი, კორპუსი N2, ბინა N50; 3) ქ. თბილისი, ლ-ის ქ N5, ბინა N78. 4) ქ. თბილისი, ზ-ის ქ N5, ბინა N57.
8. აღნიშნული შეთავაზება (ოფერტი) ნაწილობრივ აქცეპტირებული იქნა შპს „ე-ის“ მიერ და სს ბ. „რ-ას” სასარგებლოდ 2010 წლის 5 იანვარს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი უძრავი ქონება:
8.1 ლ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელ ნ-ში, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 ათასი აშშ დოლარით;
8.2 ვ. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელ ნ-ი, 4500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 31 500 აშშ დოლარით;
8.3 ლ. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელ ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ ... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 ათასი აშშ დოლარით;
8.4 ნ. ზ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელ ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 ათასი აშშ დოლარით;
8.5 გ. ნ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელ ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 ათასი აშშ დოლარით;
8.6 გ. ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელ ნ-ი, 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 35 ათასი აშშ დოლარით;
8.7 ი. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელი ნ-ი, 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 75 ათასი აშშ დოლარით;
8.8 ი. ო-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მცხეთაში, სოფელი ნ-ი, 15000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ .... მხარეთა შეთანხმებით იპოთეკის საგნის ღირებულება განისაზღვრა 105 ათასი აშშ დოლარით.
9. მითითებულ შეთავაზებაში გათვალიწინებული სხვა პირობები აქცეპტანტებს არ შეუსრულებიათ;
10. რაც შეეხება სს „ბ. რ-ას“, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა მიიღო სანაცვლო უზრუნველყოფა, მან ზემოხსენებულ წერილში აღნიშნული ოთხი უძრავი ნივთი იპოთეკისგან არ გაათავისუფლა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მოთხოვნილი დავალიანების ამოღების მიზნით, ბანკმა მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ამ მიწის ნაკვეთების რეალიზაციაც. თავის მხრივ, შპს „ე-მა“ და იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს ხელშეკრულებიდან გასვლა და მიწის ნაკვეთების იპოთეკისგან გათავისუფლება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს „ბ. „რ-ის“ წარმომადგენლების მოსაზრება იმის შესახებ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმება არ განხორციელებულა ბანკის 2009 წლის 30 დეკემბრის შეთავაზების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებები სწორედ ამ შეთავაზების ფარგლებში გაფორდა, დადასტურებულია როგორც იპოთეკის საგნის მესაკუთრეების და ამ გარიგებებში მათი წარმომადგენელ – ი. ო-ის (რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული ორი უძრავი ნივთის მესაკუთრეს), ისე, შპს „ე-ის“ დირექტორის ი. ბ-ის განმარტებებით და აპელანტის წარმომადგენლის მიერ 2013 წლის 13 მარტის სხდომაზე გაცხადებული აღიარებით, რომ ამ პირობებიდან შესრულდა მხოლოდ ერთი, ისიც დაგვიანებით (იხ. 2013 წლის 13 მარტის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 12:48:20). აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ ამ გარემოებას ასევე ადასტურებს სადავო იპოთეკის საგნების მახასიათებლების: მდებარეობა (სოფელი ნ-ი), სახეობა (მიწის ნაკვეთები), საერთო ჯამური ფართობი (54 500 კვ.მ.) სრული თანხვედრა ბანკს 2009 წლის 30 დეკემბრის შეთავაზებაში მოტანილ მახასიათებლებთან.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, მიუხედავად 2009 წლის 30 დეკემბრის ოფერტით განსაზღვრული ვადის დარღვევისა, 2010 წლის 5 იანვარს სს „ბ. რ-ამ“ მოაწერა ხელი ზემოთ მითითებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე, რომლებითაც მის წინაშე შპს „ე-ის“ ვალდებულებების უზრუნველყოფის ღირებულება გაიზარდა 381 500 აშშ დოლარით. თავის მხრივ, ბანკს წარმოეშვა მითითებული ოფერტით ნაკისრი იმ პირობის შესრულების მოვალეობა, რაც გამოიხატებოდა ოფერტში მითითებულ ოთხ უძრავ ქონებაზე იპოთეკის მოხსნაში. მხარეები არ დავობენ, რომ ბანკმა ეს პირობა არ შესრულა; ამასთან, ბანკს არც დამატებით მიღებულ უზრუნველყოფაზე უთქვამს უარი. ასეთი მოქმედება, სააპელატიო პალატის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებულ უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების ზოგად პრინციპს.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 405–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, როცა ბანკის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო, ბანკის პირადი მოვალე (შპს „ე-ი“) და იპოთეკის საგნების მესაკუთრეები უფლებამოსილი არიან, გავიდნენ ხელშეკრულებებიდან და მოითხოვონ იპოთეკის უფლების გაუქმება ზემოთ მითითებულ მიწის ნაკვეთებზე.
აღნიშნული განჩინება სს „ბ. რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლში საუბარია ორმხრივი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებიდან გასვლის პირობებზე. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის ორმხრივი შეთანხმება არ არსებობდა და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის მხოლოდ ბანკის წინადადება, გარკვეული ფულადი ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, ზოგიერთ უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების გაუქმებაზე. ვინაიდან მსესხებელმა ვერ შეასრულა ბანკის მოთხოვნა მიცემულ ვადაში, სწორედ ამის გამო არ გაუქმდა იპოთეკა. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ დარღვეული იყო მხარეთა შორის არსებული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, შპს „ე-ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა: 1. მისი დავალიანების დაფარვა 45 000 აშშ დოლარის ოდენობით, არა უგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. 2) ქ. ბ-ის ვადაგადაცილებული ოფერდრაფტების - 4 560,41 ევროს და 6 297,55 ლარის გადახდა არა უგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. 3) სს „ბ. რ-ის“ სასარგებლოდ სოფელ ნ-ში მდებარე 54 500 კვ.მ მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვა არაუგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი და ხელმოწერილი იყო მხოლოდ ბანკის მიერ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დოკუმენტი წარმოადგენდა მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას. ბანკის შეთავაზების თანახმად, მოპასუხეებს ვალდებულება უნდა შეესრულებინათ 31 დეკემბრამდე, ხოლო იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა 5 იანვარს. ამ პერიოდისათვის ბანკის წინადადება ძალადაკარგული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ბ. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 8000 ლარის, 70% - 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ბ. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს 13.05.13 წლის N... საგადასახადო დავალებით გადახდილი ბაჟის, 8000 ლარის, 70% - 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბ.ს კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე