№ას-560-531-2013 17 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ რ. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინება
დავის საგანი _ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხე თ. გ-ის მიმართ უძრავი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით რ. ჯ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1222,50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 10 ივნისს რ. ჯ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით რ. ჯ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
2013 წლის 24 ივნისს რ. ჯ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით რ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.
2013 წლის 15 ივლისს რ. ჯ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ 2013 წლის 31 ივლისამდე ის დაკისრებულ საპროცესო მოქმედებას სრულყოფილად განახორციელებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1222,50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 10 ივნისს რ. ჯ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით რ. ჯ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
2013 წლის 24 ივნისს რ. ჯ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით რ. ჯ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.
2013 წლის 15 ივლისს რ. ჯ-მა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ 2013 წლის 31 ივლისამდე ის დაკისრებულ საპროცესო მოქმედებას სრულყოფილად განახორციელებდა.
პალატა ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მხარეს მიუხედავად საპროცესო ვადის არაერთხელ გაგრძელებისა, დაკისრებული საპროცესო მოქმედება სრულყოფილად არ შეუსრულებია, კერძოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კასატორს არაერთხელ განესაზღვრა ვადა საპროცესო მოქმედების სრულყოფილად შესრულებისათვის, მის მიერ განხორციელებული არაჯეროვანი შესრულება საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობას უთანაბრდება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.
ამასთანავე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს 2013 წლის 15 ივლისს კასატორის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდის დამადასტურებელ ქვითარზე, სადაც მხარე მიუთითებს 2013 წლის 31 ივლისისათვის ხარვეზის სრულყოფილად გამოსწორებაზე. ამ მითითების თუნდაც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე წარდგენილი შუამდგომლობის კონტექსტში განხილვის შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა უსაფუძვლოა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლი, რომლითაც რეგულირდება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხი, არ წარმოადგენს იმპერატიულ ნორმას და საპროცესო ვადის გაგრძელებას სასამართლო წყვეტს საქმის მასალებისა და მხარის შუამდგომლობის საფუძვლიანობის კვლევის გზით.
ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარეს არაერთხელ გაუგრძელდა დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის საპროცესო ვადა, პალატა თვლის, რომ აღარ არსებობს ამ ვადის კვლავ გაგრძელების საფუძველი, გარდა აღნიშნული გარემოებსა, საკასაციო პალატის ეს არგუმენტი ასევე ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიციასა და სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 500 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ რ. ჯ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 10 ივნისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, 2013 წლის 24 ივნისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით და 2013 წლის 15 ივლისს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია