Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-684-650-2013 31 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ ვ. ე-ი, თ. ე-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ტ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინება

დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. ე-ი ცნობილ იქნა თ. ე-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, ბ-ის ქ. №22ა-ში მდებარე ბინა №19 (საკადასტრო კოდი №...) 177კვ.მ-დან 27.2კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ე-მა, თ. ე-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისისის განჩინებით ვ. ე-სა და თ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ე-მა, თ. ე-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.თბილისში, ბ-ის ქ. №22ა-ში მდებარე №19 ბინის 27.2კვ.მ) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისი და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

ვ. და თ. ე-მა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და აღნიშნეს, რომ უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ვ. ე-სა და თ. ე-ის განცხადებების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ვ. ე-ი ცნობილ იქნა თ. ე-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, ბ-ის ქ. №22ა-ში მდებარე ბინა №19 (საკადასტრო კოდი №...) 177კვ.მ-დან 27.2კვ.მ ფართის მესაკუთრედ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ე-მა, თ. ე-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისისის განჩინებით ვ. ე-სა და თ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. ე-მა, თ. ე-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის საგნის (ქ.თბილისში, ბ-ის ქ. №22ა-ში მდებარე №19 ბინის 27.2კვ.მ) საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისი და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

ვ. და თ. ე-მა განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და აღნიშნეს, რომ უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ე-სა და თ. ე-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 378-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება ვ. ე-სა და თ. ე-ის საკასაციო საჩივარზე შპს „ტ-ის“ მიმართ მესაკუთრედ ცნობის შესახებ.

2. მხარეებს განემარტოთ, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინების გასაჩივრება საკასაციო წესით აღარ დაიშვება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია