Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-757-718-2013 29 ივლისი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ თ. ლ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ც-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. ლ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4480 აშშ დოლარის ანაზღაურება, ი. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 480 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

2013 წლის 25 ივლისს თ. ლ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, თ. ლ-ის განცხადებების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. ლ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4480 აშშ დოლარის ანაზღაურება, ი. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 480 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით თ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

2013 წლის 25 ივლისს თ. ლ-მა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ლ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 378-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება თ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე ი. ც-ის მიმართ სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების შესახებ.

2. მხარეებს განემარტოთ, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინების გასაჩივრება საკასაციო წესით აღარ დაიშვება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია