Facebook Twitter
saqme #as-224-210-2011 7 marti, 2011 weli

საქმე№ას-176-169-2013 3 ივლისი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ვ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ი-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების გადადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ., ი, ლ. გ-ა და ვ. ი-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. ი-ს საიჯარო ქონების ნაკლის გამოუსწორებლობის გამო ვ. გ-ის მიყენებული ზიანის 35 220 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხე ვ. ი-ს საიჯარო ქონების ნაკლის გამოსწორება დაევლა, კერძოდ, დაევლა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს წყლის მიწოდება საიჯარო უძრავ ქონებაზე, მისამართზე ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ქუჩა დ-ი, №2; სარჩელი სხვა მოპასუხეების მიმართ არ დაკმაყოფილდა; სარჩელის მოთხოვნა საიჯარო ქირის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით: ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ი-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიცვლა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. გ-ის სარჩელი ვ. ი-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ. ი-ს ვ. გ-ის სასარგებლოდ 12 915.28 ლარის გადახდა დაეკისრა. ვ. ი-ს საიჯარო ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ქუჩა დ-ი #2 წყლის მიწოდების უზრუნველყოფა დაევ.ა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა და ვ. ი-მა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 28 ნოემბერს ვ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვ.ისწინებით გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება 3 თვით მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 იანვრის განჩინებით ვ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 3 თვით, 2013 წლის 9 აპრილამდე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ.გ-მა, შემდეგი დასაბუთებით: განმცხადებლის მიერ სასამართლოსათვის არ ყოფილა წარმოდგენილი მისი ვ.ების ოდენობა, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, აჭარბებს მისი ქონების ღირებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლი ითვლისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ორ კონკრეტულ საფუძველს: ა) ქონებრივი მდგომარეობისა და ბ) სხვა გარემოებათა გათვალისწინება. გასაჩივრებული განჩინებით არ იქნა გათვალისწინებული მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა. კერძოდ: ის გარემოება, რომ განმცხადებელი ვ. ი-ი არის სოლიდური ღირებულების უძრავი ქონების მესაკუთრე. სასამართლოს განჩინებით მოვალეს აღსრულება გადაუვადდა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით, მაშინ როდესაც მოვალე ვ. ი-ს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის ჰქონდა საკმარისი დრო და მან ამ დროში გადაწყვეტილება არ აღასრულა, პირიქით მიმართავს ყველა მეთოდს, რომ საერთოდ არ აღსრულდეს გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ი-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. ი-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიცვლა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. გ-ის სარჩელი ვ. ი-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ. ი-ს ვ. გ-ის სასარგებლოდ 12 915.28 ლარის გადახდა დაეკისრა. ვ. ი-ს საიჯარო ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ქუჩა დ-ი #2 წყლის მიწოდების უზრუნველყოფა დაევლა.

ვ.ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამავე სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება 3 თვით მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხედველობაში მიიღო საქმეზე დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვ. ი-ის პირადი ანგარიში დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველსაყოფად, იჯარის ხელშეკრულებიდან მისაღები თანხები, მოიჯარის მიერ ირიცხება დაყადაღებულ საბანკო ანგარიშზე, საიდანაც შეუძლებელია მოხდეს გადაწყვეტილებით დადგენილი ვ.დებულების ნებაყოფლობით აღსრულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუსაბუთებია რა მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება მას აღსრულების გადავადებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვ.ისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვ.ოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. დასახელებული ნორმა ითვ.ისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.

კერძო საჩივრის ავტორი, ვერ ადასტურებს თუ რა ზიანს აყენებს მას გადაწყვეტილების აღსრულების გადადება და რითი ირღვევა მისი კანონით დაცული ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტებისა და მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა ვ.ი-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე