Facebook Twitter

№ა-1180-შ-24-2013 1 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ს. ა. ასული პ-ო

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. გ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება (მოპასუხისათვის ს. პ-ოს სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ა. ასული პ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა: ე. გ-ს, დაბადებულს ... წლის... მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.ზუგდიდში მისამართზე: დ.ა-ის ქ., სახლი 12, პირადი ნომერი № ..., დაეკისრა ალიმენტი ს. ა. ასული პ-ოს, დაბადებულის ... წლის ... დეკემბერს სასარგებლოდ, ე.ე.ს ასული გ-ის, დაბადებულის ... წლის ... ოქტომბერს, სარჩენად 400 გრივნის ოდენობით ყოველთვიურად, კანონის შესაბამისი ინდექსაციის მიღებით და ბავშვის სრულწლოვანებამდე, დაწყებული 2012 წლის 18 ივნისიდან.

ს. ა. ასულმა პ-ომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 აპრილის განჩინებით ს. ა. ასული პ-ოს შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. ა. ასული პ-ოს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. ა. ასული პ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა: ე. გ-ს, დაბადებულს ... წლის ... მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.ზუგდიდში მისამართზე: დ.ა-ის ქ., სახლი 12, პირადი ნომერი № ..., დაეკისრა ალიმენტი ს. ა. ასული პ-ოს, დაბადებულის ... წლის ... დეკემბერს სასარგებლოდ, ე. ე.ს ასული გ-ის, დაბადებულის ... წლის ... ოქტომბერს, სარჩენად 400 გრივნის ოდენობით ყოველთვიურად, კანონის შესაბამისი ინდექსაციის მიღებით და ბავშვის სრულწლოვანებამდე, დაწყებული 2012 წლის 18 ივნისიდან.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 27 აგვისტოს. ამასთან, იგი უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ა. ასული პ-ოს შუამდგომლობა უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ხარკოვის ოლქის ვალკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ს. ა. ასული პ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა: ე. გ-ს, დაბადებულს ... წლის ... მარტს, მცხოვრებს საქართველოში, ქ.ზუგდიდში მისამართზე: დ.ა-ის ქ., სახლი 12, პირადი ნომერი № ..., დაეკისრა ალიმენტი ს. ა. ასული პ-ოს, დაბადებულის ... წლის ... დეკემბერს სასარგებლოდ, ე. ე.ს ასული გ-ის, დაბადებულის ... წლის ... ოქტომბერს, სარჩენად 400 გრივნის ოდენობით ყოველთვიურად, კანონის შესაბამისი ინდექსაციის მიღებით და ბავშვის სრულწლოვანებამდე, დაწყებული 2012 წლის 18 ივნისიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე