Facebook Twitter

№ა-1289-შ-27-2013 1 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე. (ე.) ტ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (მოპასუხე თ. გ-ის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 246292.80 გრივნისა და სასამართლო ხარჯების – 1917.00 გრივნის დაკისრების თაობაზე) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. (ე.) ტ-ას სარჩელი მოპასუხე თ. გ-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის გადახდა 191690.40 გრივნის ოდენობით; ვადაგადაცილებული თანხის წლიური სამი პროცენტი 16264.32 გრივნის ოდენობით და გადახდის ვადის გადაცილების პერიოდის ინფლაციის თანხა 38338.08 გრივნის ოდენობით, მთლიანობაში 246292.80 გრივნის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 1917.00 გრივნის ოდენობით.

ე. ტ-ამ წარმომადგენელ მ. წ-ის მეშვეობით შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ე. (ე.) ტ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. განჩინებით დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, ამავდროულად, სასამართლომ განუმარტა თ. გ-ას, რომელსაც გაეგზავნა შუამდგომლობის და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, რომ მას უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება ე. (ე.) ტ-ას შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.

მოგვიანებით, თ. გ-ამ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება ე. (ე.) ტ-ას შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ 2012 წლის მაისის თვეში მიიღო უწყება უკრაინის სასამართლოდან, რომლითაც მას ეცნობა სასამართლო სხდომის 2012 წლის 7 ივნისს დანიშვნის თაობაზე. ამის შემდგომ, მოპასუხემ ე. ტ-ას სარჩელთან დაკავშირებით გააგზავნა წერილობითი პასუხი, სადაც მიუთითა უკრაინაში სასამართლო პროცესზე გამგზავრების ფინანსური შესაძლებლობის არქონაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

მოსაზრების ავტორს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულით დაირღვა მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის უფლებები, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და სრულად მოახდინოს თავისი საპროცესო უფლებების რეალიზება. აქედან გამომდინარე, იგი ითხოვს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილოს ე. ტ-ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე და სადავო თანხის დაკისრების შესახებ საქმის განხილვა მოხდეს საქართველოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ე. (ე.) ტ-ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. (ე.) ტ-ას სარჩელი მოპასუხე თ. გ-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის გადახდა 191690.40 გრივნის ოდენობით; ვადაგადაცილებული თანხის წლიური სამი პროცენტი 16264.32 გრივნის ოდენობით და გადახდის ვადის გადაცილების პერიოდის ინფლაციის თანხა 38338.08 გრივნის ოდენობით, მთლიანობაში 246292.80 გრივნის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 1917.00 გრივნის ოდენობით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. (ე.) ტ-ას სარჩელი მოპასუხე თ. გ-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის გადახდა 191690.40 გრივნის ოდენობით; ვადაგადაცილებული თანხის წლიური სამი პროცენტი 16264.32 გრივნის ოდენობით და გადახდის ვადის გადაცილების პერიოდის ინფლაციის თანხა 38338.08 გრივნის ოდენობით, მთლიანობაში 246292.80 გრივნის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 1917.00 გრივნის ოდენობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

მოპასუხე თ. გ-ას მოსაზრებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. აღნიშნულ პროცესში უზენაესი სასამართლო არ არკვევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს. ამასთან, გარემოებები, რომლებიც მოსაზრებაშია მოყვანილი, არ მიუთითებენ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში თ. გ-ას მიუწვევლობის და სხდომის შესახებ მისი არაინფორმირების ფაქტს. პირიქით, მოპასუხე აღნიშნულს ადასტურებს, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ მან უკრაინის სასამართლოს აცნობა ფინანსური შესაძლებლობის არქონის გამო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. ეს გარემოება კი ვერ გახდება საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან მოპასუხის უფლებების დარღვეულად მიჩნევის შესახებ დასკვნის გამოტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებაში მოყვანილი გარემოებები, ასევე, მისი თხოვნა სადავო თანხის დაკისრების მოთხოვნით აღძრული დავის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვის თაობაზე, ვერ გახდება მოცემული განჩინების მსჯელობის საგანი და ვერ განაპირობებს ე. ტ-ას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. გ-ას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;

2. ე. (ე.) ტ-ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ოდესის მალინოვკას რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. (ე.) ტ-ას სარჩელი მოპასუხე თ. გ-ას მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის გადახდა 191690.40 გრივნის ოდენობით; ვადაგადაცილებული თანხის წლიური სამი პროცენტი 16264.32 გრივნის ოდენობით და გადახდის ვადის გადაცილების პერიოდის ინფლაციის თანხა 38338.08 გრივნის ოდენობით, მთლიანობაში 246292.80 გრივნის გადახდა, ამავე გადაწყვეტილებით თ. გ-ას ე. ტ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო ხარჯების გადახდა 1917.00 გრივნის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე