№ა-1588-შ-36-2013 8 ივლისი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. გ. ასული ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ი. ძე ფ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (№2-310/2000); ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით (№2-310/2000) შეწვეტილ იქნა 1994 წლის 24 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონის ვოროტინსკის სასოფლო საბჭოში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №4) ე. გ. ასულ ფ-სა და ე. ი. ძე ფ-ს შორის.
ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით გასწორდა უსწორობა ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში, სამოქალაქო საქმეზე ე. ი. ძე ფ-ის სარჩელისა გამო ე. გ. ასული ფ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, სარეზოლუციო ნაწილის პირველ აბზაცში ნაცვლად ქორწინების რეგისტრაციის თარიღისა: „1994 წლის 24 აპრილი“, მიეთითა: „1993 წლის 24 აპრილი“.
ე. ფ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებისა და განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ზემომითითებულ ნაწილებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 მაისის განჩინებით ე. ფ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ე. ფ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით (№2-310/2000) შეწვეტილ იქნა 1994 წლის 24 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონის ვოროტინსკის სასოფლო საბჭოში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №4) ე. გ. ასულ ფ-სა და ე. ი. ძე ფ-ს შორის.
ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინებით გასწორდა უსწორობა ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში, სამოქალაქო საქმეზე ე. ი. ძე ფ-ის სარჩელისა გამო ე. გ. ასული ფ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, სარეზოლუციო ნაწილის პირველ აბზაცში ნაცვლად ქორწინების რეგისტრაციის თარიღისა: „1994 წლის 24 აპრილი“, მიეთითა: „1993 წლის 24 აპრილი“.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (№2-310/2000), რომლითაც შეწვეტილ იქნა 1994 წლის 24 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონის ვოროტინსკის სასოფლო საბჭოში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №4) ე. გ. ასულ ფ-სა და ე. ი. ძე ფ-ს შორის, აგრეთვე, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინება, რომლითაც გასწორდა უსწორობა ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ. ასული ფ-ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების (№2-310/2000), აგრეთვე, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება (№2-310/2000), იმ ნაწილში, რომლითაც შეწვეტილ იქნა 1994 წლის 24 აპრილს, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონის ვოროტინსკის სასოფლო საბჭოში რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი №4) ე. გ. ასულ ფ-სა და ე. ი. ძე ფ-ს შორის, აგრეთვე, ბელარუსის რესპუბლიკის მოგილევის ოლქის ბობრუისკის რაიონისა და ქალაქ ბობრუისკის სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის განჩინება, რომლითაც გასწორდა უსწორობა ქ.ბობრუისკის ლენინის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებაში, სამოქალაქო საქმეზე ე. ი. ძე ფ-ის სარჩელისა გამო ე. გ. ასული ფ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, სარეზოლუციო ნაწილის პირველ აბზაცში ნაცვლად ქორწინების რეგისტრაციის თარიღისა: „1994 წლის 24 აპრილი“, მიეთითა: „1993 წლის 24 აპრილი“;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე