Facebook Twitter

№ა-1812-შ-39-2013 8 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ. ე. ასული რ-ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – შვილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე. ასული რ-ას განცხადება შვილად აყვანის შესახებ სრულად დაკმაყოფილდა:

უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასულმა რ-ამ, დაბადებულმა ... წლის ... ივლისს, იშვილა საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ა, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს;

დადგინდა, რომ ცვლილება შევიდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახურში ... წლის ... აგვისტოს შედგენილ დაბადების სააქტო ჩანაწერში №59200810115;

ასევე დადგინდა, რომ დედად ჩაიწეროს – უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასული რ-ა, დაბადებული ... წლის ... ივლისს;

საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ას დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი დარჩა უცვლელად.

ნ. ე. ასულმა რ-ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. რ-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ნ. ე. ასული რ-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე. ასული რ-ას განცხადება შვილად აყვანის შესახებ სრულად დაკმაყოფილდა: უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასულმა რ-ამ, დაბადებულმა ... წლის ... ივლისს, იშვილა საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ა, დაბადებული ... წლის ...აგვისტოს; დადგინდა, რომ ცვლილება შევიდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახურში ... წლის ... აგვისტოს შედგენილ დაბადების სააქტო ჩანაწერში №59200810115; ასევე დადგინდა, რომ დედად ჩაიწეროს – უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასული რ-ა, დაბადებული ... წლის ... ივლისს; საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ას დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი დარჩა უცვლელად.

ასევე დგინდება, რომ ხსენებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის ტერიტორიაზე იგი არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ე. ასული რ-ას განცხადება შვილად აყვანის შესახებ სრულად დაკმაყოფილდა: უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასულმა რ-ამ, დაბადებულმა ... წლის ...ივლისს, იშვილა საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ა, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს; დადგინდა, რომ ცვლილება შევიდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახურში ... წლის ... აგვისტოს შედგენილ დაბადების სააქტო ჩანაწერში №59200810115; ასევე დადგინდა, რომ დედად ჩაიწეროს – უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასული რ-ა, დაბადებული ... წლის ... ივლისს; საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ას დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი დარჩა უცვლელად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ე. ასული რ-ას შუამდგომლობა უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ლუგანსკის ოლქის სტახანოვის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ე. ასული რ-ას განცხადება შვილად აყვანის შესახებ სრულად დაკმაყოფილდა: უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასულმა რ-ამ, დაბადებულმა ... წლის ... ივლისს, იშვილა საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ა, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს; დადგინდა, რომ ცვლილება შევიდეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წალენჯიხის სამსახურში ... წლის ... აგვისტოს შედგენილ დაბადების სააქტო ჩანაწერში №59200810115; ასევე დადგინდა, რომ დედად ჩაიწეროს – უკრაინის მოქალაქე ნ. ე. ასული რ-ა, დაბადებული ... წლის ... ივლისს; საქართველოს მოქალაქე ს. ფ-ას დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი დარჩა უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე