Facebook Twitter

საქმე # ა-1842-შ-41-2013 29 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ე. შ-ე

წარმომადგენელი – ლ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. ვ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ვ-მა შვილად აიყვანა ე. შ-ე, რომელიც დაიბადა ქ.თბილისში ... წლის ... თებერვალს. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 28 მარტს და საბერძნეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ე. შ-ის წარმომადგენელმა ლ. ბ-მა შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ე. შ-ის წარმომადგენელ ლ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. შ-ის წარმომადგენელ ლ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ხ. ვ-მა შვილად აიყვანა ე. შ-ე, რომელიც დაიბადა ქ.თბილისში ... წლის ... თებერვალს. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 28 მარტს და საბერძნეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტი გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. შ-ის წარმომადგენელ ლ. ბ-ის შუამდგომლობა საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად საბერძნეთის ვერიას მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ხ. ვ-მა შვილად აიყვანა ე. შ-ე რომელიც დაიბადა ქ.თბილისში ... წლის ... თებერვალს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე