Facebook Twitter

№ა-1851-შ-42-2013 1 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-სა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ავიაკომპანია „ე. ლ-ი“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №22/132-09-4170) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №22/132-09-4170) კომუნალური საწარმო „ს.ა. ო-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: შპს ავიაკომპანია „ე. ლ-ს“ კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის ძირითადი თანხის – 9800 გრივნის და 48 კაპიკის, ინფლაციის თანხის – 382 გრივნის და 20 კაპიკის, წლიური თანხის 3%-ის – 116 გრივნის და 77 კაპიკის, მთლიანობაში 11208 გრივნისა და 68 კაპიკის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გაღებული თანხის 112 გრივნისა და საქმის განხილვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური ხარჯების 118 გრივნის ანაზღაურება.

კომუნალურმა საწარმო „ს. ა. ო-ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №22/132-09-4170) კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: შპს ავიაკომპანია „ე. ლ-ს“ კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის ძირითადი თანხის – 9800 გრივნის და 48 კაპიკის, ინფლაციის თანხის – 382 გრივნის და 20 კაპიკის, წლიური თანხის 3%-ის – 116 გრივნის და 77 კაპიკის, მთლიანობაში 11208 გრივნისა და 68 კაპიკის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გაღებული თანხის 112 გრივნისა და საქმის განხილვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური ხარჯების 118 გრივნის ანაზღაურება.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 15 მარტს. ამასთან, იგი უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №22/132-09-4170), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ შუამდგომლობა უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №22/132-09-4170) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ოდესის ოლქის სამეურნეო სასამართლოს 2010 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №22/132-09-4170), რომლითაც კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა: შპს ავიაკომპანია „ე. ლ-ს“ კომუნალური საწარმო „ს. ა. ო-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა: ვალის ძირითადი თანხის – 9800 გრივნის და 48 კაპიკის, ინფლაციის თანხის – 382 გრივნის და 20 კაპიკის, წლიური თანხის 3%-ის – 116 გრივნის და 77 კაპიკის, მთლიანობაში 11208 გრივნისა და 68 კაპიკის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად გაღებული თანხის 112 გრივნისა და საქმის განხილვისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური ხარჯების 118 გრივნის ანაზღაურება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე