Facebook Twitter

საქმე # ა-1935-შ-44-2013 16 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ი. კ-ს-ი

წარმომადგენელი – ი. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ- კ

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2011 წლის 11 მარტს ბონის მმაჩის ბიუროში ი. ს-სა (კ-ს-სა) და ხ- კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი № E 126/2011). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 მაისს.

ე. კ-ს-ის წარმომადგენელმა ი. ხ-ემ შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განჩინებით ი. კ-ს-ის წარმომადგენელ ი. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. კ-ს-ის წარმომადგენელ ი. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2011 წლის 11 მარტს ბონის მმაჩის ბიუროში ი. ს-სა (კ-ს-სა) და ხ- კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი № E 126/2011). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 მაისს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ს-ის წარმომადგენელ ი. ხ-ის შუამდგომლობა გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ბონის საუბნო სასამართლოს 2013 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა 2011 წლის 11 მარტს ბონის მმაჩის ბიუროში ი. ს-სა (კ-ს-სა) და ხ- კ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი № E 126/2011).

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე