№ას-196-189-2013 15 ივლისი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ კასატორი ნ. კ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – ე. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ კასატორი შპს „ზ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 6 მარტს ნ. კ-მა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ზ-ს“ აეკრძალა ქ.თბილისში, სოფელ ზ-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №... გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
2012 წლის 12 მარტს ნ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ზ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ზ-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 178580 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
2013 წლის 28 ივნისს ნ. კ-ის წარმომადგენელმა ე. გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. კ-მა შპს „ზ-ის“ წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე მთლიანად უარი განაცხადა. წინამდებარე განცხადებას ე.გ-ემ დაურთო ნ. კ-ის სახელით გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ნ. კ-ი სხვა წარმომადგენლებთან ერთად ე. გ-ეს უფლებას ანიჭებს, შესაბამისი ინსტანციებიდან, გამოიხმოს სარჩელები მოთხოვნაზე უარის თქმით ან უარის თქმის გარეშე, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასრჩელო მოთხოვნებზე, ასევე უარი თქვას სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე. მინდობილობაში, რომელიც ერთვის წინამდებარე განცხადებას, მითითებულია ას-196-189-2013 სამოქალაქო საქმე - კასატორები – შპს „ზ-ი“ და ნ. კ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. კ-ის წარმომადგენელ ე. გ-ის განცხადებების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ზ-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ზ-ს“ ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 178580 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, 2013 წლის 28 ივნისს ნ. კ-ის წარმომადგენელმა ე. გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. კ-მა შპს „ზ-ის“ წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე მთლიანად უარი განაცხადა. წინამდებარე განცხადებას ე.გ-ემ დაურთო ნ. კ-ის სახელით გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლითაც ნ. კ-ი სხვა წარმომადგენლებთან ერთად ე. გ-ეს უფლებას ანიჭებს, შესაბამისი ინსტანციებიდან გამოიხმოს სარჩელები მოთხოვნაზე უარის თქმით ან უარის თქმის გარეშე, მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვას სასრჩელო მოთხოვნებზე, ასევე უარი თქვას სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე. მინდობილობაში, რომელიც ერთვის წინამდებარე განცხადებას, მითითებულია ას-196-189-2013 სამოქალაქო საქმე - კასატორები – შპს „ზ-ი“ და ნ. კ-ი.
საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის შესწავლის საფუძველზე საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ზ-ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს - დირექტორს წარმოადგენს შ. შ-ი, შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, იგი უფლებამოსილია, საზოგადოების სახელით გასცეს მინდობილობები, მათ შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ. კ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანია, რის გამოც მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით ნ. კ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ზ-ს“ აეკრძალა ქ.თბილისში, სოფელ ზ-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №... გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა. აღნიშნული დავის საკასაციო წესით განხილვისას მოსარჩელე ნ. კ-მა უარი თქვა სარჩელზე.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონით გათვალისწინებული, ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილა, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მხარეთა მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე სარჩელზე უარის თქმის გამო, კასატორ შპს „ზ-ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კს „დ. პ. ს-ოს“ მიერ 2013 წლის 11 მარტის №110301 საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის წარმომადგენელ ე. გ-ის განცხადება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - ნ. კ-ის სარჩელის გამო შპს „ზ-ის“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ.
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ნ. კ-ის სარჩელისა გამო შპს „ზ-ის“ მიმართ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება – შპს „ზ-ს“ აეკრძალა ქ.თბილისში, სოფელ ზ-ში მდებარე უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი №... გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა.
5. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
6. კასატორ შპს „ზ-ს“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით კს „დი-ელ-ეი პაიპერ საქართველოს“ მიერ 2013 წლის 18 აპრილის N... საგადახდო დავალებით გადახდილი 8000 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე