საქმე # ა-4766-შ-96-2012 1 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ დ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჯ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისში 1994 წლის 25 დეკემბერს ლ. ჯ-სა და დ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №1054. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 2 ივლისს.
დ. ჯ-მა შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
2013 წლის 30 იანვარს დ. ჯ-მა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 11 თებერვლის განჩინებით დ. ჯ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ დ. ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ჯ-ის სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისში 1994 წლის 25 დეკემბერს ლ. ჯ-სა და დ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №1054. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2012 წლის 2 ივლისს.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჯ-ის შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას რუსეთის ფედერაციის ქ.კრასნოიარსკის ცენტრალური რაიონის №92 სასამართლო უბნის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჯ-ის სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისში 1994 წლის 25 დეკემბერს ლ. ჯ-სა და დ. ჯ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი №1054.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე