Facebook Twitter

№ა-693-შ-9-2013 8 ივლისი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს. თ-თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.თ-ან

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – თურქეთის რესპუბლიკის ქადიქოის №2 საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენის (განაჩენის №2012/1036) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის ქადიქოის №2 საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენით (განაჩენის №2012/1036) განქორწინდნენ მოპასუხე ე. თ-ან – რეგისტრირებული სტამბოლის გუბერნიაში, ქადიქოის ოლქის სოფ./უბან ქოშუიოლუში, ტომი №14-ში, სექცია №578-ში – მამის სახელი: დ., დედის სახელი: ი., დაბადებული სტამბოლში ...წ., თურქეთის მოქალაქის პ/ნ: ... და მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე ს. თ-თ-ან, მამის სახელი: ჯ., დედის სახელი: ლ., დაბადებული ...წ. თბილისში/საქართველო.

ს. თ-თ-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემომითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა დასახელებულ ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 მარტის განჩინებით ს. თ-თ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ს. თ-თ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქადიქოის №2 საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენით (განაჩენის №2012/1036) განქორწინდნენ მოპასუხე ე. თ-ან – რეგისტრირებული სტამბოლის გუბერნიაში, ქადიქოის ოლქის სოფ./უბან ქოშუიოლუში, ტომი №14-ში, სექცია №578-ში – მამის სახელი: დ., დედის სახელი: ი., დაბადებული სტამბოლში ...წ., თურქეთის მოქალაქის პ/ნ: ... და მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე ს. თ-თ-ან, მამის სახელი: ჯ., დედის სახელი: ლ., დაბადებული ... წ. თბილისში/საქართველო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის ქადიქოის №2 საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენი (განაჩენის №2012/1036) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მოპასუხე ე. თ-ან – რეგისტრირებული სტამბოლის გუბერნიაში, ქადიქოის ოლქის სოფ./უბან ქოშუიოლუში, ტომი №14-ში, სექცია №578-ში – მამის სახელი: დ., დედის სახელი: ი., დაბადებული სტამბოლში ...წ., თურქეთის მოქალაქის პ/ნ: ... და მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე ს. თ-თ-ან, მამის სახელი: ჯ., დედის სახელი: ლ., დაბადებული ...წ. თბილისში/საქართველო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. თ-თ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქადიქოის №2 საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენის (განაჩენის №2012/1036) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ქადიქოის №2 საოჯახო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის განაჩენი (განაჩენის №2012/1036) იმ ნაწილში, რომლითაც განქორწინდნენ მოპასუხე ე. თ-ან – რეგისტრირებული სტამბოლის გუბერნიაში, ქადიქოის ოლქის სოფ./უბან ქოშუიოლუში, ტომი №14-ში, სექცია №578-ში – მამის სახელი: დ., დედის სახელი: ი., დაბადებული სტამბოლში ...წ., თურქეთის მოქალაქის პ/ნ:... და მოსარჩელე, საქართველოს მოქალაქე ს. თ-თ-ან, მამის სახელი: ჯ., დედის სახელი: ლ., დაბადებული ...წ. თბილისში/საქართველო;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე