Facebook Twitter

საქმე # ა-791-შ-11-2013 1 ივლისი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ქ. ფ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ფ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ფ-სა (ქ-ა) და ა. ფ-ს შორის სეიჰანის რაიონში ნარლიჯის სარეგისტრაციო წიგნში რიგისტრირებული №37 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნულის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 იანვარს და შუამდგომლობის ავტორის განამრტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია თურქეთში.

ქ. ფ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით ქ. ფ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ქ. ფ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ფ-სა (ქ-ა) და ა. ფ-ს შორის სეიჰანის რაიონში ნარლიჯის სარეგისტრაციო წიგნში რიგისტრირებული №37 ქორწინება გაუქმდა. აღნიშნულის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 16 იანვარს და შუამდგომლობის ავტორის განამრტებით, კანონის თანახმად, აღსრულებულია თურქეთში.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვა.სწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ფ-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბილიკის სერიქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ფ-სა (ქ-ა) და ა. ფ-ს შორის სეიჰანის რაიონში ნარლიჯის სარეგისტრაციო წიგნში რიგისტრირებული №37 ქორწინება გაუქმდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე