საქმე №ა-970-შ-16-2013 15 ივლისი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ე. ფ-ე
წარმომადგენელი - ნ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. რ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით საქათველოში, ქ.თბილისში, 1998 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული N944 ქორწინება ე. ფ-სა და მ. რ-ს შორის შეწყდა, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარეთა საპენსიო წილები, ხოლო საპროცესო ხარჯები ერთმანეთის მიმართ გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ფ-ის წარმომადგენელმა ნ. კ-მა და იშუამდგომლა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის წერილობითი განმარტების შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, აღსრულებულია გერმანიაში. აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ის 2011 წლის 19 აგვისტოდან შესულია კანონიერ ძალაში, დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მხარეები მონაწილეობას საპროცესო წარმომადგენლების – ადვოკატების მეშვეობით იღებდნენ, ასევე დასტურდება ქორწინების საქართველოში რეგისტრაციის ფაქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით ე. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით საქათველოში, ქ.თბილისში, 1998 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული N944 ქორწინება ე. ფ-სა და მ. რ-ს შორის შეწყდა, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხარეთა საპენსიო წილები, ხოლო საპროცესო ხარჯები ერთმანეთის მიმართ გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ე. ფ-ის წარმომადგენელმა ნ. კ-მა და იშუამდგომლა განქორწინების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
შუამდგომლობის ავტორის წერილობითი განმარტების შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, აღსრულებულია გერმანიაში. აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ის 2011 წლის 19 აგვისტოდან შესულია კანონიერ ძალაში, დასტურდება, რომ საქმის განხილვაში მხარეები მონაწილეობას საპროცესო წარმომადგენლების – ადვოკატების მეშვეობით იღებდნენ, ასევე დასტურდება ქორწინების საქართველოში რეგისტრაციის ფაქტი.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება მხარეთა განქორწინების ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ფ-ის შუამდგომლობა გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გერმანიის ზაარბრიუკენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება ე. ფ-სა და მ. რ-ის განქორწინების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ. ქათამაძე