Facebook Twitter

საქმე # ა-2515-შ-58-2013 1 აგვისტო, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ლ. ჰ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ჰ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ ისრაელის იერუსალიმის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2011 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1988 წლის 25 ივნისს ლ. უ-სა (ჰ-სა) და ა. ჰ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (III-TI №483727) შეწყდა. აღნჲშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 22 იანვარს.

ლ. ჰ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ა. ჰ-ის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც იგი ადასტურებს, რომ არ არის წინააღმდეგი გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს თერიტორიაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2013 წლის 30 ივლისის განჩინებით ლ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1988 წლის 25 ივნისს ლ. უ-სა (ჰ-სა) და ა. ჰ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (III-TI №483727) შეწყდა. აღნჲშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2013 წლის 22 იანვარს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჰ-ის შუამდგომლობა გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის დიობელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისის მმაჩის ბიუროში 1988 წლის 25 ივნისს ლ. უ-სა (ჰ-სა) და ა. ჰ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება (III-TI №483727) შეწყდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე