Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-202-195-2013 17 სექტემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. ზ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ზ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16100 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2013 წლის 4 აპრილს მ. კ-მა, რომელიც ამ საქმეში არ წარმოადგენს მხარეს, განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.

2013 წლის 17 სექტემბერს ნ. ზ-ას წარმომადგენელმა მ. კ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ ნ. ზ-ა უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ნ. ზ-ას წარმომადგენელ მ. კ-ას განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ზ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16100 აშშ დოლარის გადახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ნ. ზ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ზ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2013 წლის 17 სექტემბერს ნ. ზ-ას წარმომადგენელმა მა. კ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ ნ. ზ-ა უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ზ-ას წარმომადგენელ მ. კ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1335,90 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მ. კ-ის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად, ვინაიდან საკასაციო საჩივარზე უარის თმის გამო, საქმის წარმოება მოცემულ საკასაციო საჩივარზე შეწყდა, შესაბამისად, აღარ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 378-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება ნ. ზ-ას საკასაციო საჩივარზე ლ. ქ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. ნ. ზ-ას (პირადი ნომერი №...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 11 მარტს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1335,90 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 დეკემბრის განჩინების გასაჩივრება საკასაციო წესით აღარ დაიშვება.

4. მ. კ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დარჩეს განუხილველად.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია