Facebook Twitter

№ას-219-211-2013 19 სექტემბერი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. კ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - გ. კ-ე

თავდაპირველი მოსარჩელე - ნ. ბ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - მეუღლეთა შორის საერთო ვალების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ-ემ და ნ. ბ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. კ-სა და გ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის, ასევე რ. კ-ის გ. კ-ან ქორწინების პერიოდში კრედიტით შეძენილ აავტომანქანის SG-PLUTUS-DD-1021L მარკის სახ. №.../ სასესხო საბანკო კრედიტის თანხის ნახევარის -17055,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი 28142 ლარის და აავტომანქანა ლექსუს GX 470 მარკის სახ.N...-ის შეძენისათვის გადახდილი თანხიდან სესხადაღებული თანხის ნახევარის- 14 000 ლარის მოპასუხე გ.ი კ-ის დაკისრება, რ. კ-ემ მოითხოვა ქ.თბილისში ვ-ი 3-ის, მე- 2 მკრ. მე-4 კორპუსის 68 ბინაში მდებარე გ. კ-ან ქორწინების პერიოდში შეძენილ შემდეგ ნივთებზე: 1800 ლარად ღირებული სასტუმრო ოთახის ავეჯის, 1200 ლარიანი პიანინო „roinisch-ის“ , 600 ლარად ღირებული 6 სანთლიანი ჭაღის, 220 ლარიანი ტელევიზორ „ვესტელის“ ტელევიზორი, VESTEL (ღირებულება 220 ლარი), 210 ლარად ღირებული მუსიკალურ ცენტრ „SONY-ს“, 1600 ლარიანი სავარაუდოდ რუმინული საძინებლის, 680 ლარად ღირებული ტელევიზორ „SUMSUNG-ის“ 1200 ლარად ღირებულ მუქი ფერის საძინებლის, 80 ლარიანი პატარა წიგნების კარადის 270 ლარად ღირებული სამზარეულოს ავეჯის, 350 ლარიანი სარეცხი მანქანა „INDEZIT-ის“ 1200 ლარიანი პატარა მაცივარ „SUMSUNG-ის“, სამზარეულოში არსებულ 80-ლარიანი ტელევიზორ, „SUMSUNG-ის“ 60 ლარიანი 4 ნათურიანი, ბურთულებიანი ჭაღის, საძინებელში არსებული 3 ნათურიანი 45-ლარიანი ჭაღის, 3 ნათურიანი, შემოსასვლელში არსებული 25 ლარიანი ჭაღის, 80 ლარად ღირებულია დივიდი „VESTEL-ის“ 330 ლარიანი, ხალიჩის, საძინებელში არსებული შინდისფერი 300-ლარიანი ხალიჩის, საძინებელში არსებული 270 ლარიანი მუქი ფერის ხალიჩის, 320 ლარად ღირებული 2 ცალი ყვავილის ვაზის.

მოპასუხე გ. კ-ის განმარტებით, რ. კ-ემ სესხი აიღო იმ პერიოდში, როდესაც ისინი ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ამასთან, მისი განმარტებით აღნიშნული საკრედიტო სესხი მოსარჩელე მხარემ გამოიყენა ავტომობილის შესაძენად, რომელიც შეისყიდა სამსახურებრივი საქმიანობისათვის, აქედან გამომდინარე გ. კ-ე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას-მისთვის სასესხო საბანკო კრედიტის თანხის ნახევრის, 17055,5 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე. გ. კ-ე ასევე არ დაეთანხმა რ. კ-ის მოთხოვნას ამ უკანასკნელის მიერ აღებული სესხის, 28 000 ლარის ნახევრის, 14 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს თანხა არ უსესხებია. მოპასუხე გ. კ-ე მთლიანად დაეთანხმა რ. კ-ის მოთხოვნას ქორწინების პერიოდში შეძენილ თანამესაკუთრედ ცნობისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით რ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ. კ-ეს რ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ავტომანქანა SG PLUTUS DD 1021L მარკის სახ. ნომერი ... /სარეგისტრაციო მოწმობა №AV1980913, საიდენტიფიკაციო ნომერი .../ შესაძენად აღებული სესხის თანხის ნახევარი - 14 000 ლარი. გ. კ-ეს რ. კ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ავტომანქანა LEXUS GX 470 მარკის სახ. ნომერი ... /სარეგისტარაციო მოწმობა №AV4707460, საიდენთიფიკაციო №.../ 2010 წლის მაისში სესხის სახით აღებული თანხის ნახევარი - 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი. რ. კ-ე ცნობილ იქნა თანამესაკუთრედ ქ.თბილისში ვ-ი 3-ის, მე- 2 მკრ. მე-4 კორპუსის N68 ბინაში მდებარე გ. კ-ან ქორწინების პერიოდში შეძენილ შემდეგ ნივთებზე: 1800 ლარად ღირებული სასტუმრო ოთახის ავეჯის, 1200 ლარიანი პიანინო „roinisch-ის“ , 600 ლარად ღირებული 6 სანთლიანი ჭაღის, 220 ლარიანი ტელევიზორ „ვესტელის“ ტელევიზორი, VESTEL (ღირებულება 220 ლარი), 210 ლარად ღირებული მუსიკალურ ცენტრ „SONY-ს“, 1600 ლარიანი სავარაუდოდ რუმინული საძინებლის, 680 ლარად ღირებული ტელევიზორ „SUMSUNG-ის“ 1200 ლარად ღირებულ მუქი ფერის საძინებლის, 80 ლარიანი პატარა წიგნების კარადის 270 ლარად ღირებული სამზარეულოს ავეჯის, 350 ლარიანი სარეცხი მანქანა „INDEZIT-ის“ 1200 ლარიანი პატარა მაცივარ „SUMSUNG-ის“, სამზარეულოში არსებულ 80-ლარიანი ტელევიზორ, „SUMSUNG-ის“ 60 ლარიანი 4 ნათურიანი, ბურთულებიანი ჭაღის, საძინებელში არსებული 3 ნათურიანი 45-ლარიანი ჭაღის, 3 ნათურიანი, შემოსასვლელში არსებული 25 ლარიანი ჭაღის, 80 ლარად ღირებულია დივიდი „VESTEL-ის“ 330 ლარიანი, ხალიჩის, საძინებელში არსებული შინდისფერი 300-ლარიანი ხალიჩის, საძინებელში არსებული 270 ლარიანი მუქი ფერის ხალიჩის, 320 ლარად ღირებული 2 ცალი ყვავილის ვაზის; გ. კ-ეს და გ. კ-ეს აღეკვეთათ უკანონო ხელშეშლა, რათა რ. კ-ეს და ნ. ბ-ეს ესარგებლათ ქ.თბილისში ვ-ი 3-ის, მე- 2 მკრ. მე-4 კორპუსის N68 ბინაში არსებული საყოფაცხოვრებო ფართით და იქ არსებული საოჯახო, საყოფაცხოვრებო, თუ პირადი ნივთებით; ამასთან, გ.ი კ-ეს და გ. კ-ეს დაევალათ გადაეცათ მოსარჩელეებისათვის ქ.თბილისში ვ-ი 3-ის, მე- 2 მკრ. მე-4 კორპუსის N68 ბინის გასაღები.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. კ-ემ საერთო ვალების გაყოფის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც გ.ი კ-ეს დაეკისრა ავტომანქანა SG Plutus DD 1021L-ის (სახელმწიფო ნომრით ...) შესაძენად აღებული სესხის ნახევარი – 14000 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. კ-ეს უარი ეთქვა გ.ი კ-ის ავტომანქანა SG Plutus DD 1021L-ის (სახელმწიფო ნომრით ...) შესაძენად აღებული სესხის ნახევარის – 14000 ლარის დაკისრებაზე; გ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ავტომანქანა Lexus GX 470-ის (სახელმწიფო ნომრით ...) შესაძენად აღებული სესხის გაყოფაზე უარის თქმის ნაწილში არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომ ერთ-ერთი ავტომანქანა – SG Plutus-ი მართალია შეძენილია მხარეთა ერთად ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ არა საერთო საოჯახო მეურნეობის საწარმოებლად. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 2008 წლის 1 აგვისტოს ხელშეკრულება სპს „კ. და კ-ა“ და რ. კ-ეს შორის, რომლითაც რ. კ-ე იღებდა ვალდებულებას საწარმოს საჭიროებისათვის გამოეყენებინა ავტომობილი SG Plutus-ი, რაშიც საწარმო მას გადაუხდიდა ხელფასს - 300 ლარს.

პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით „ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით“. ამდენად, ზემოხსენებული ხელშეკრულებით საწარმო და მისი დამფუძნებელი ფიზიკური პირი შეთანხმედნენ გარკვეულ პირობებზე. მაგრამ შეთანხმების მიღწევა თავისთავად არ ნიშნავს ამ შეთანხმების შესრულებას. მხარეებს შეეძლოთ 2008 წლის 2 აგვისტოსვე მოეშალათ ეს ხელშეკრულება. ამდენად, მოსარჩელე რ. კ-ეს უნდა წარმოედგინა არა მხოლოდ ხელშეკრულება, არამედ იმის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც, რომ ეს ხელშეკრულება მხარეთა მიერ სრულდებოდა – ავტომობილი გამოიყენებოდა საწარმოს მიზნებისათვის, ხოლო 300 ლარი გადაეცემოდა რ. კ-ეს შეთანხმებისამებრ. ავტომობილის გამოყენებას საწარმოს მიზნებისთვის ადასტურებდნენ საქმეზე დაკითხული მოწმეები. რაც შეეხება თვეში 300 ლარის გადახდის ფაქტს, ამ გარემოების დამტკიცება თავად რ. კ-ეს უნდა უზრუნველეყო, ვინაიდან ხელშეკრულება სწორედ მან წარმოადგინა და მას, როგორც საწარმოს დამფუძნებელს ხელი მიუწვდებოდა საწარმოს საბუღალტრო საბუთებზე, მათ შორის იმ საბუთებზე, რომელიც დაადასტურებდა ანგარიშსწორებას ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე; ამდენად, საქმის მასალებით არ დგინდება ამ ავტომობილის ოჯახის ინტერესებისათვის სამსახური. აღნიშნული შეიძლება დადგენილიყო იმ მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, რომ რ. კ-ე ავტომობილის გამოყენებისათვის იღებდა ხელფასს 300 ლარს და მას ოჯახის ინტერესებისათვის იყენებდა, მაგრამ ასეთი კონკრეტული მტკიცებულება საქმეში არაა წარმოდგენილი. ხოლო მარტოოდენ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ოჯახის ინტერესებისათვის ავტომობილის გამოყენებას ვერ ადასტურებს.

რაც შეეხება სესხს, რომელიც აღებულ იქნა მეორე ავტომობილის შესაძენად, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული სესხის თაობაზე არსებობს სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მორიგების დამტკიცების შესახებ, რომლითაც რ. კ-ემ აღიარა ეს ვალი (ტ.1. ს.ფ. 115-117). გარდა ამისა, არსებობს ასევე სასამართლოს 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება ავტომობილ Lexus -ის 1/2-ის გ.ი კ-ის მიკუთვნების შესახებ; ამდენად, სესხი აღებულ იქნა ქორწინების განმავლობაში და შეძენილ იქნა ავტომანქანა, რომლის ნახევარი დღეს მიკუთვნებული აქვს აპელანტს (მოპასუხეს). აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ამ სესხით მიღებული სარგებელი (ავტომანქანა) მიიღო ორივე მეუღლემ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

რ. კ-ე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ავტომანქანა – SG Plutus-ის შესაძენად აღებული სესხის ნახევარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოითხოვს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა სპს „კ. და კ-ან“ გაფორმებული ხელშეკრულება. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ავტომანქანა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი, ითვლება თანასაკუთრებად, შეძენილია საბანკო კრედიტის საფუძველზე, ამდენად, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მეუღლე განკარგავდა და იღებდა სარგებელს მანქანის გაქირავებით, გარდა ამისა, გ. კ-ეს თავადაც გააჩნია წილი სპს „კ. და კ-ი“

გ. კ-ე გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მისთვის ავტომანქანა „ლექსუსის“ შესაძენად ნასესხები თანხის ნახევარის - 14 000 ლარის დაკისრების ნაწილში და მოითხოვს ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლებით: რ. კ-ეს თანხა არ უსესხებია ავტომანქანის სესაძენად, ვინაიდან საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე რ. კ-ის მიერ არ ყოფილა საუბარი სესხის თანხაზე მაშინ, როცა გ.ი კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ქორწინების შეწყვეტის და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გაყოფის მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო ექსპერტიზის დასკვნა, რომელის შეეხება გ. კ-ის საუბარს ბ. ქ-ა და ზ. ც-ნ. მითითებული პირები თანხის გადაცემის ფაქტს უარყოფენ. 2011 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა გ.ი კ-ის სარჩელი, კანონიერ ძალაში არ იყო შესული. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1165-ე მუხლი, ამასთან, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1164-ე და 1169-ე მუხლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის, 700 ლარის, 70% - 490 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 09.03.13 წლის N293515 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 700 ლარის, 70% - 490 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ლ. მურუსიძე

პ. სილაგაძე