Facebook Twitter

№ას-385-366-2013 23 სექტემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ზ. ლ-ე, ს. წ-ი, დ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა:

ლ. ხ-ეს ს. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10755 ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ს. წ-ის სასარგებლოდ 10755 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დადგინდა ს. წ-ის მფლობელობის შეწყვეტა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქ.№16ა-ში მდებარე მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მესაკუთრე ლ. ხ-ე;

ლ. ხ-ეს ბ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11294 ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ბ. ლ-ის სასარგებლოდ 11294 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დადგინდა ბ. ლ-ის მფლობელობის შეწყვეტა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქ.№16ა-ში მდებარე მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მესაკუთრე ლ. ხ-ე;

ლ. ხ-ეს დ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 9473 ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ბ. ლ-ის სასარგებლოდ 9473 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დადგინდა დ. ლ-ის მფლობელობის შეწყვეტა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქ.№16ა-ში მდებარე მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მესაკუთრე ლ. ხ-ე;

ლ. ხ-ეს ზ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3165 ლარის გადახდა, ლ. ხ-ის მიერ ზ. ლ-ის სასარგებლოდ 3165 ლარის გადახდის შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების დოკუმენტის ან ამ ვალდებულების სხვაგვარად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, დადგინდა ზ. ლ-ის მფლობელობის შეწყვეტა ქ.თბილისში, ს.ჩ-ის ქ.№16ა-ში მდებარე მის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე და უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მესაკუთრე ლ. ხ-ე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ლ-ემ, ს. წ-მა და დ. ჯ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით ზ. ლ-ის, ს. წ-ის და დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო იმ პირის მიმართ, რომელიც სადავო უძრავი ქონების ერთ-ერთ მესაკუთრედ გამოვლინდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ და რომელსაც, ამ გარემოების გამო ხელი შეეშალა თავისი პროცესუალური უფლების განხორციელებაში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტები წარმოადგენდნენ მოსარგებლეებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ ადგილი ჰქონდა ისეთ ვითარებას, როდესაც არსებითად შეიცვალა მესაკუთრეთა წრე, რაც ამ სახის დავებში გავლენას ახდენდა ასეთი პირების პროცესუალურ უფლებებზე – უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა თავიანთი უფლებების განხორციელებაში. კერძოდ, როგორც საჯარო რეესტრის 2012 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერით ირკვეოდა, უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელე ლ. ხ-ან ერთად გახდა ლ. ჩ-ი. როგორც ამავე ამონაწერიდან ირკვეოდა, ხელშეკრულება მათ შორის დაიდო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2012 წლის 20 თებერვალს. ამასთან, ლ. ხ-ე ირიცხებოდა 119კვ.მ, ხოლო ლ. ჩ-ე – 185კვ.მ ფართი. ეს წილები ზოგადი ხასიათის იყო (ე.წ. იდეალურ წილებს წარმოადგენდა) და რაიმე საკადასტრო გეგმა, რომელიც განსაზღვრავდა მხარეთა საკუთრების საზღვრებს, არ წარდგენილა.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი ნივთზე საკუთრების უფლების ქონას უკავშირებს პირის პროცესუალურ სტატუსს – ანუ დავაში ეს პირი იქნება მოსარჩელე თუ მოპასუხე (რასაკვირველ. იმის გათვალისწინებით, სურს თუ არა მესაკუთრეს საკუთრების უფლების შენარჩუნება სადგომზე). მოცემული სარჩელის განხილვისას მოსარჩელე ლ. ხ-ემ, როგორც მესაკუთრემ, მოითხოვა მოსარგებლეთა მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ მათ მიერ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა, რაც დაკმაყოფილდა. ამჟამად, როცა მხოლოდ ლ. ხ-ე აღარ წარმოადგენდა მესაკუთრეს, ხოლო თანხის გადახდის ვალდებულება მხოლოდ ლ. ხ-ეს გააჩნდა და მოსარგებლეებს კი ევალებოდათ სადგომი გაეთავისუფლებინათ ლ. ხ-ის სასარგებლოდ, უნდა გარკვეულიყო ახალი მესაკუთრის – ლ.ჩ-ის პოზიცია, სურდა თუ არა მას კანონით მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლების რეალიზაცია და რაც მთავარია, მზად იქნებოდა თუ არა იგი, რომ მოსარგებლეებისათვის თანხის გადახდის სანაცვლოდ შეენარჩუნებინა საკუთრების უფლება სადგომზე.

ზემოაღნიშნული ქმედების განხორციელების საპროცესო ფორმას წარმოადგენდა სარჩელი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლები განსაზღვრავენ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს – შეჯიბრებითობასა და დისპოზიციურობას. ამ ნორმებიდან გამომდინარე, ლ. ჩ-მა თავად უნდა განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება მოსარგებლეთა მიმართ – თუ მას სურს საკუთრების უფლების შენარჩუნება, სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს, ხოლო თუ მზადაა საკუთრების უფლება დაუთმოს მოსარგებლეებს, მაშინ ამ უკანასკნელთა სარჩელზე უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ, ისეთ ვითარებაში, როდესაც მიწის ნაკვეთს ჰყავდა ერთი მესაკუთრე და მის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ამჟამად კი ნაკვეთს ორი მესაკუთრე ჰყავდა და მათი წილები არ იყო გამიჯნული, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის თავისებურებებიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევას – როდესაც სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება. ასეთ ფაქტობრივ გარემოებებში, კანონმდებლობა ითვალისწინებს საპროცესო თანამონაწილეობას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ვერ იმსჯელებდა იმ პირის უფლებების შესახებ, ვინც დავაში არ მონაწილეობდა, ვინაიდან, სასამართლოსათვის მისაწვდომობის უფლება გარანტირებულ., როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საქართველოს სახელმწიფოს მრავალი საერთაშორისო შეთანხმებით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა გამოერკვია მოსარჩელეთა წრე და ისე ემსჯელა მოსარჩელის მოთხოვნაზე.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თანამოსარჩელის ჩაბმა საქმის წარმოების ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ ასეთად ჩაბმულ ლ. ჩ-ს უნდა ჩამოეყალიბებინა მოთხოვნა, წარედგინა მასზე შესაგებელი და ა.შ., რაც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არაა გათვალისწინებული საპროცესო კანონმდებლობით. გარდა ამისა, ზემოხსენებული კანონის თავისებურებიდან გამომდინარე, ლ.ჩ-ს ლ. ხ-ან ერთად ასევე უნდა დაკისრებოდა თანხების გადახდა, მაშინ როცა მას პირველ ინსტანციაში ამის თაობაზე პოზიცია არ გამოუხატავს, ვინაიდან მესაკუთრე მოგვიანებით გახდა. ამავე დროს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში თანამოსარჩელედ ჩაბმული პირი ფაქტობრივად დაკარგავდა კიდევ ერთ ინსტანციაში (სააპელაციო ინსტანციაში) საქმის განხილვის შესაძლებლობას, ვინაიდან მას გასაჩივრება მოუწევდა პირდაპირ საკასაციო სასამართლოში – საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს არ წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გააჩივრა ლ. ხ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის იმგვარად დაკმაყოფილებას, როგორც ეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განახორციელა.

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ. შემდეგნაირად:

ის ფაქტობრივი ვითარება, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული განჩინების გამოტანას, წარმოიშვა 2012 წლის 9 თებერვლის შემდგომ, ანუ მას შემდგომ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვა დაასრულა. სააპელაციო სასამართლო კი, ამოწმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერებას. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

2013 წლის 20 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და მიუთითა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილ. სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილ., თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ლ. ხ-ემ უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საკასაციო წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ლ. ხ-ის შუამდგომლობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, დაკმაყოფილდეს;

2. ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე (საქმე №ას-385-366-2013-ხ-ე) შეწყდეს საქმის წარმოება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე